x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე ძვირადღირებული ნივთიერებები მსოფლიოში
მინდა წარმოგიდგინოთ დედამიწაზე ყველაზე ძვირადღირებული 15 ნივთიერება. image

15)ოქრო: 56 დოლარი/გრამი. ოქრო ძვირფასი ლითონია და გამოიყენება მონეტების, საიუვილერო ნაწარმის და ხელოვნებისსხვადასხვა ნიმუშების დასამზადებლად ხელნაწერი ისტორიის დასაწყისიდანვე. ოქრო გვხვდება თვითნაბადი სახით ქვებსა და ალუვიონებში. წმინდა ოქროს კაშკაშა ყვითელი ფერი და ელვარება აქვს და ტრადიციულად ითვლება მომხიბვლელად, რასაც იგი აღწევს კოროზიისადმი მდგრადობით ჰაერსა თუ წყალში. ოქრო მიჩნეულია სიმდიდრის სიმბოლოდ და დაგროვების ობიექტია. იგი საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციასაც ასრულებს.image


14)როდიუმი: 58დოლარი/გრამი. იშვიათი მაგარი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის გარდავალი ლითონია. არის პლატინის ჯგუფის კეთილშობილი ლითონი.image


13)პლატინა: 60დოლარი/გრამი. სახელის წარმოშობა უკავშირდება XVI საუკუნეშიესპანელმა კონკისკადორების მიერ კოლუმბიაში თვითნაბად ოქროსთნ ერთად მკრთალი თეთრი ლითონის აღმოჩენას, რომელიც ვერ გაადნეს და "platina del Pinto" უწოდეს, რაც ითარგმნება როგორც "პინტოს მდინარის პატარა ვერცხლი". მკვრივი, ძნელადდნობადი, ძვირფასი მონაცრისფრო-თეთრი გარდამავალი ლითონი შესანიშნავია კოროზიისადმი მდგრადობით, მაღალ ტემპერატურებზეც კი. პლატინა ერთ-ერთი უიშვიათესი ელემენტია დედამიწის ქერქში.image



12)მეტამფეტამინი: 100დოლარი/გრამი. ამფეტამინის წამრონაქმნია. მეტამფეტამინი ეს არის ფსიქოსტიმულატორი ძალიან მაღალი ადიქტიურობის პოტენციალით, რის გამოც ის მიეკუთვნება ნარკოტიკულ ნივთიერებებს. image


11)მარტორქის რქა: 110დოლარი/გრამი. სწორედ ამ რქის გამო მორტორქა გადაშენების პირასაა მისული.image


10)ჰეროინი: 130დოლარი/გრამი. ნახევრადსისთეტიკური ნარკოტიკი. დღეს ნარკომანების უმეტესობა სწორედ ჰეროინის მომხმარებელია. თავიდან ჰეროინი წამლის სახით გამოდიოდა და მას მორფინის შემცვლელად მიიჩნევდნენ, რადგან მეცნიერთა აზრით ის არ იწვევდა შეჩვევას, თუმცა შემდეგში აღმოაჩინეს, რომ ჰეროინი მორფინად ღვიძლში იქცეოდა. image


9)კოკაინი: 215დოლარი/გრამი. ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკაინის ხის (Erytoxilon coca) ფოთლებისაგან. განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფს. ოფთალმოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და სტომატოლოგიაში ზედაპირული გაუტკივარებისათვის იყენებენ კოკაინის ფხვნილებსა და ხსნარს. კოკაინი ძლიერ ტოქსიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს კოკაინიზმი.image


8)ლსდ: 3000დოლარი/გრამი. არის d-ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი. იგი ფსიქოაქტიური საშუალებაა, რომელიც ჰალუცინაციებს, დროისა და სივრცის აღქმის შეფერხებასა და დამახინჯებას, აგრეთვე ემოციურ განცდებსა და აზროვნების აშლას იწვევს, რაც ინტენსიურობით ფსიქოზთან დგას ახლოს.image


7)პლუტონიუმი: 4000დოლარი/გრამი. მძიმე მყიფე მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის რადიოაქტიური ლითონი. პლუტონიუმის მისაღებად გამოიყენება როგორც გამდიდრებული ურანი ისე ბუნებრივი ურანი. ფართოდ გამოიყენება ბირთვული იარაღის წარმოებაში (ე. წ. «იარაღის პლუტონიუმი»), ბირთვულ საწვავად სამოქალაქო და კვლევითი დანიშნულების ატომურ რეაქტორებში და როგორც ენერგიის წყარო კოსმოსური აპარატებისათვის.image


6)პაინიტი: 9000დოლარი/გრამი. ძალიან იშვიათი მინერალია. მრავალი წლის განმავლობაში დედამიწაზე ამ ნივთიერების მხოლოდ 3 კრისტალის არსებობის შესახებ იცოდნენ. 2005 წლისთვის კედევ 25 კრისტალი აღმოაჩინეს. ასევე აღმოჩენილ იქნა ამ მინერალის საბადო.image


5)ტაფეიტი: 2500-12500დოლარი/გრამი. მილიონჯერ უფრო იშვიათია ვიდრე ბრილიანტი. აღმოჩენილ იქნა 1945 წელს გრაფ ტაფეტის მიერ. პატარა საბადოები ნაპოვნია ცეილონზე და ჩინეთში.image


4)ტრითიუმი: 30000დოლარი/გრამი. ზემძიმე წყალბადი, წყალბადის რადიოაქტიური იზოტოპია. ბუნებრივად წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედა ფენებში.image


3)ბრილიანტი: 55000 დოლარი/გრამი. ალმასი, რომელსაც დამუშავების, ე.წ. ბრილიანტური დაწახნაგების საშუალებით აძლევენ სპეციალურ ფორმას. ბრილიანტური დაწახნაგება მაქსიმალურად გამოავლენს ქვის ბუნებრივ ელვარებას. დაწახნაგებული ბრილიანტი ორი შეთავსებული პირამიდისფორმისაა, მათგან ერთი (ზედა) წაკვეთილია. გვირგვინისა და პავილიონის წახნაგები განლაგებულია რამდენიმე რიგად. გავრცელებულია წახნაგთა სამრიგოვანი განლაგება (ე. წ. სამმაგი ბრილიანტური დაწახნაგება). კლასიკური დაწახნაგების დროს ბრილიანტს 56 გვერდითი წახნაგი აქვს. წახნაგები იმგვარადაა განლაგებული, რომ სხივთა კონა, რომელიც ქვის ზედაპირს ეცემა, სრულ შინაგან არეკვლას განიცდის და ალმასში მაღალი დისპერსიის გამო სპექტრის ფერად სხივებად იშლება. ამიტომ არეკვლილ სინათლეში ბრილიანტი ნაირფერად ელვარებს.image


2)კალიფორნიუმი 252: 27 მილიონი დოლარი/გრამი. რადიაქტიული ქიმიური ელემენტი, რომელიც მიეკუთვნება აქტინიდებს; ბუნებრივ პირობებში დედამიწაზე არ მოიპოვება; პირველად მიიღეს ხელოვნურად 1950 წ. კალიფორნიის (ამერიკის შეერთებული შტატები) უნივერსიტეტში.image


1)ანტიმატერია: 62, 5 ტრილიონი დოლარი/გრამი: ანტიმატერიის არსებობა არამარტო ფილოსოფიურად და თეორიულადაა დამტკიცებული, არამედ ექსპერიმენტულადაცაა დადასტურებული და თანაც, არაერთხელ. იგი ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა, რაც ერთი პროტონისა და ერთი ელექტრონისგან შედგება. დღესდღეობით, ვარაუდობენ, რომ დიდ აფეთქებამდე ანტიმატერიისა და მატერიის თანაბარი რაოდენობა არსებობდა.

image

5
2990
13-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
2990
  
2013, 6 მაისი, 22:45
ოსმიუმი 149 იზოტოპი 65 000 000 $/ გრამი და მრავალი ასეთი იზოტოპი გრამი რომ მილიონები ღირს, ალფაფეტო პროტეინი და მსგავსი ორგანული წარმონაქმნები - სია არასწორი და არასრულია !
2013, 3 მაისი, 20:16
ცოტა ისეთები დაწერეთ რა მართლა რო არსებობდეს, თორე ეგრე მეც მოვიგონებ ნივთიერების სახელს და დავაწერ გრამი 100 ტრილიონი და რა აზრი ექნება
2013, 2 მაისი, 0:01
ვინმეს ძველი გადასაყრელი ხომ არ გაქვთ აქ ჩაოთვლილებიდან? ვიბარებ ანტიმეტრიას 1 კგ ფასი 15 ლარი ფულს როგორც გადარიცხვით ასევე ხელზე ვიძლევი :D
2013, 1 მაისი, 21:43
ანტიმატერიის საყურეები მინდა :D ვხუმრობ რა თქმა უნდა :)
2013, 1 მაისი, 21:41
საინტერესოა
0 1 5