x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134492
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ფილმები რომლებზეც იტირებთ
მწვანე მილი1.მწვანე მილი (The Green Mile) (1999)

რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი
როლებში: ჰენკსი, მაიკლ კლარკ დუნკანი, დევიდ მორსი, ბონი ჰანტი, ჯეიმს კრომუელი, მაიკლ ჯეტერი
მოკლე აღწერა :პოლ ეჯკომი ციხის მცველად მუშაობს. მის ხელში მრავალ ბოროტმოქმედს გაუვლია, მაგრამ ბავშვების მკვლელობისათვის სიკვდილმისჯილი პატიმარი, რომელსაც სიბნელის ეშინია, აიძულებს მას ახლებურად შეაფასოს საკუთარი ცხოვრება.




რა აწუხბეს გილბერტ გრეიფს?2.რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? (What's Eating Gilbert Grape)
(1993)

რეჟისორი: ლასე ჰალსტრიომი
როლებში: ჯონი დეპი, ლეონარდო დიკაპრიო, " ჯულეტ ლიუისი, ერი სტინბერგენი, დარლენ კეიტსი, ლორა ჰერინგტონი


მოკლე აღწერა:გილბერტ გრეიფი შტატ აიოვაში ცხოვრობს პატარა ქალაქში ათას კაციანი მოსახლეობით.მას ორი და, გონებაჩამორჩენილი ძმა და დედა ჰყავს.გილბერტი მაღაზიაში მუშაობს და გათხოვილ ქალბატონთან აქვს რომანი. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ქალაქში ახალგაზრდა ლამაზი ქალი ბეკი ჩამოდის.



მე სემი ვარ


3.მე ვარ სემი (i am sam) (2001)

რეჟისორი: ჯესსი ნელსონი

როლებში: შონ პენი, იშელ პფაიფერი, დაკოტა ფენინგი, დაიენ უისტი, ლორეტა დივაინი, რიჩარდ შიფი.

მოკლე აღწერა : სემის გონებრივი განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, მაგრამ ის შეძლებისდაგბარად ცდილობს გახდეს საზოგადოების სრულყოფილი წევრი. ერთხელაც ის შეიფარაებს ფეხმძიმე ქალს, რომელიც ახლადგაჩენილ ბავშვს სემს დაუტოვებს. ამ მომენტიდან სემი მიუძღვნის საკუთარ თავს შვილს. მაგრამ გადის შვიდი წელი, და ლუსი მამამისზე ჭკვიანი ხდება, რაც აიძულებს სოციალურ მუშაკებს სასამართლოზე ბავშვის ჩამორთმევის საკითხი დასვან.

ბრწყინვალე გონება

4.ბრწყინვალე გონება (A Beautiful Mind) (2001)

რეჟისორი: რონ ჰოვარდი

როლებში: ასელ ქროუ, ედ ჰარისი, ჯენიფერ ქონელი, რისტოფერ პლამერი, ოლ ბეტანი, ადამ გოლდბერგი

მოკლე აღწერა: ფილმი მოგვითხრობს ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯონ ნეშის შესახებ. გენიოსი მათემატიკოსი შიზოფრენიითაა დაავადებული, მაგრამ ყოვლისშემძლე სიყვარულის წინაშე ავადმყოფობაც კი უძლური აღმოჩნდა.





მამაცი გული5.მამაცი გული (Braveheart) (1995)

რეჟისორი:მელ გიფსონი

როლებში:ჯეიმს რობინსონი, შონ ლოულორი, სენდი ნელსონი, ჯეიმს კოსმო, შონ მაკგინლი, ალან ტოლი

აღწერა:შოტლანდია, 1280 წ. მამაცი მებრძოლი უილიამ უოლესი, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობს. ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, მას მხოლოდ შურისძიების შესაძლებლობა ანუგეშებს.





მზის ცრემლები

6. მზის ცრემლები (Tears of the Sun) (2003)

რეჟისორი: ანტუან ფუკუა
როლებში:ბრიუს უილისი, მონიკა ბელუჩი, ქოულ ჰაუზერი, იმონი უოლკერი, ჯონი მესნერი, ნიქ ჩინლანდი

აღწერა:ნიგერიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად ძალაუფლება სასტიკმა დიქტატორმა ჩაიგდო ხელში. აშშ-ს ელიტარული სამხედრო დივიზია მხსნელად ევლინება სამოქალაქო ომის მსხვერპლ ადგილობრივ მოსახლეობას.



განძი

7.განძი (Precious) (2009)

რეჟისორი:ლი დენიელსი

როლებში:გაბოურეი სიდიბე, მო’ნიკი, პაულა პატონი, ერაია კერი, შერი შეპერდი, ლენი კრავიცი

აღწერა:გაუნათლებელ მოზარდ გოგონას, რომელიც ჭარბი წონისგან იტანჯება და ყველაფერთან ერთად მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ, ალტერნატიულ სკოლაში ჩაბარებას სთავაზობენ იმ იმედით, რომ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება.(ფილმს მიღებული აქვს 2010 წლის ოსკარი - საუკეთესოდ ადაპტირებული სცენარისათვის)

შინდლერის სია8.შინდლერის სია (Schindler's List) (1993)

რეჟისორი: სტივენ სპილბერგი

როლებში:ლიამ ნისონი, ბენ ქინგსლი, რალფ ფაინესი, კეროლაინ გუდოლი, ჯონატან საგალი, ემბეთ დევიდცი
აღწერა: რეალური ისტორია ნაცისტური პარტიის წევრის - ოსკარ შინდლერის შესახებ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს 1100 მეტი ებრაელი გადაარჩინა. ეს ერთი ადამიანის ტრიუმფია, რომელიც სხვებს არ გავდა და დრამაა მათთვის, ვინც მის გამო გადარჩა კაცობრიობის ისტორიის უმძიმეს პერიოდში.


სისხლიანი ალმასი9.სისხლიანი ალმასი (Blood Diamond) (2006)

რეჟისორი: ედვარდ ცვიკი
როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ჯიმონ ჰონსუ, ჯენიფერ ქონელი, არნოლდ ვოსლოუ, ენტონი კოულმენი

აღწერა: 1999 წელი, სიერა-ლეონე. სამოქალაქო ომი. სისხლი და ქაოსი. ამ დაძაბულ გარემოში მოქმედებს კონტრაბანდისტი, რომლის სპეციალობაც - ბრილიანტებია. მას სულ არ ანაღვლებს, რომ ამ თვლებს იყენებენ კომფლიქტის დაძაბულობის მოსამატებლად. მაგრამ ერთხელ კონტრაბანდისტი შეხვდედბა ადგილობრივ ფერმერს, რომელსაც დაეკარგა შვილი.როგორც ამბობენ ბიჭი ჯარში წაიყვანეს. ეს ორი საერთოდ განსხვავებული ადამიანი კოალიციას ქმნის.

ჩემი მფარველი ანგელოზი

10.ჩემი მფარველი ანგელოზი (My Sister's Keeper) (2009)

რეჟისორი: ნიკ კასავეტისი

როლებში: ებიგეილ ბრესლინი, უოლტერ რენი, სოფია ვასილევა, ქემერონ დიაზი, ხეზერ უოლკისტი, ჯეისონ პატრიკი

აღწერა:ყოფილი ადვოკატი პრაქტიკას უბრუნდება, როდესაც უჩვეულო საქმე ხვდება. 13 წლის გოგონა მშობლებს სასამართლოში უჩივის, როდესაც იგებს, რომ ის სინჯარაში გაჩნდა. გოგონა ამას მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ მხარში ამოუდგეს დას, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული.











11
607
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
607
  
2013, 12 მაისი, 17:34
მწვანე მილი და ბრწყინვალე გონება ძალიან მაგარია
2013, 1 მაისი, 21:15
მწვანე მილი ჯობია ყველას
2013, 1 მაისი, 18:19
ლეონარდოს გენიალობაში ეჭვი არც არასოდეს შემპარვია :))
2013, 1 მაისი, 16:16
გეთანხმები, :/
2013, 1 მაისი, 16:16
რა აწუხებს გილბერტ გრეიფს ძალიან კარგი ფილმია, სულ პატარაა ლეონარდო და უკვე გენიალურად ასრულებს პრობლემური გილბერტის როლს, სხვა რომ არაფერი მარტო ამპერსონაჟის განსახიერებისთვის იმსახურებდა ოსკარს!
2013, 1 მაისი, 16:11
"The Boy in the Striped Pajamas" და "La vita è bella" - აუცილებლად უნდა იყოს ამ სიაში ;)
2013, 1 მაისი, 16:02
ხოო დიკაბრიო და ჯონი დეპის ხათრით ვნახავ მაგ ფილმს და განძ რაც შეეხება მაგას მერეც ვნახავ :)))
2013, 1 მაისი, 16:00
ვნახოთ... :)))
2013, 1 მაისი, 15:59
რა დამთხვევაა ხათო? :D ზუსტად ეგენი არ ვიცი მეც :D
2013, 1 მაისი, 15:58
2 ფილმი არ ვიცი აქედან-განძი და რა აწუხებს გილბერტ გრეიფს?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10