x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში
სიმაღლეში ზრდის სტიმულირება (ნაწილი II)

image

image


სიმაღლეში ზრდის პრობლემა დღეს საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას აწუხებს, განურჩევლად სქესისა.


თუკი თქვენი სიმაღლე არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა მეთოდი, რომელთა დახმარებით შეძლებთ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.


* გაითვალისწინეთ თქვენი ასაკი. გოგონები 22 წლამდე იზრდებიან, ხოლო ვაჟები 24 წლამდე.




რა უნდა გავაკეთოთ:

1. პირველ რიგში ხელის მტევანზე უნდა გადაიღოთ რენტგენი,
imageრათა გამოჩნდეს ზრდის ზონები გაქვთ თუ არა. იმ შემთხვევაში
თუკი პასუხი დადებითია, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შედეგი ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიმაღლეში ზრდა გამორიცხულია და რჩება მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თუკი გაქვთ ხერხემლის გამრუდება, მისი გამოსწორებით 2 ან 3 სმ-ს მოიმატებთ.




გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია ხერხემლის გამრუდების დიაგნოზი ექიმმა ვიზუალურად და პალპაციით (ხელით გასინჯვით) ვერ დაგისვათ. ეს მცირე გამრუდების შემთხვევაში ხდება და მის დასადასტურებლად აუცილებელია ხერხემლის რენტგენოგრაფია.

დაიმახსოვრეთ!! ხერხემლის გამრუდება, ასაკის მიუხედავად, ზრდას აფერხებს და მისი გამოსწორების გარეშე, არანაირ პროცედურას არ აქვს აზრი.


2. ვისაც არ უნდა ვკითხოთ, თითქმის ყველა გვეტყვის, რომ სიმაღლეში ზრდას სტაფილო უწყობს ხელს.image


ეს სწორი, მაგრამ არასრული ინფორმაციაა. სტაფილო მდიდარია A-ვიტამინით. სწორედ ის ასტიმულირებს ზრდის პროცესს, მაგრამ საქმე ისაა, რომ A-ვიტამინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეიწოვება. ამიტომ, როდესაც სტაფილოს მიირთმევთ 1ან 2 ჩაის კოვზი ზეთი მოასხით, ოღონდ ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან ზეთი მაღალკალორიულია.



3. ისიც ყველამ იცის, რომ ცურვა ზრდაზე დადებითად მოქმე-დებს, მაგრამ ესეც არასრული ინფორმაციაა. გასათვალისწინებელია კონკრეტული მოძრაობები. საუკეთესოა ცურვის სტილი -''ბრასი''.

image

image4. არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო და ყოველდღე რამდენიმე წუთით ივარჯიშეთ.
გოგონებს კუნთების ზედმეტად განვითარების თავიდან აცილება სურთ, ამ შემთხვევაში ვარჯიშის სირბილით ჩანაცვლება იდეალური გამოსავალია.


თუკი ამ დრომდე ცხოვრების პასიური სტილი გქონდათ, თავიდან მხოლოდ 15 წუთით ივარჯიშეთ (ან ირბინეთ) და დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.


ვარჯიშის (ან სირბილის) დაწყებამდე გასათვალისწინებელია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. გულსისხლძარღვთა, ძვლოვანი სისტემის, და სხვა პრობლემების შემთხვევაში სპეციალისტის ნებართვა გჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე არსებული პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო დაამძიმოთ.


5. ეცადეთ დაიძინოთ ადრე, რადგანimage

უმეტესად ზრდის ჰორმონი -სომატოტროპინი სწორედ ძილის დროს გამომუშავდება. არ იფიქროთ, რომ თუ გვიან დაიძინებთ და შემდეგ თუნდაც მთელი დღე იძინებთ დანაკარგს აინაზღაურებთ. საქმე ისაა, რომ კანი, რომელიც თვალზე გვეფარება ძალიან თხელია და მასში სინათლე ადვილად აღწევს. ორგანიზმს კი სრულყოფილად მხოლოდ მაშინ სძინავს, როდესაც თვალი სინათლით არ ღიზიანდება.

image6. არ მიიღოთ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, რადგან ის ზრდის პროცესს აფერხებს.




7. თუკი ''ტურნიკზე'' ეკიდებით, სწრაფად არ ჩამოხტეთ, ეს მთელს შრომას წყალში ჩაგიყრით.

8. ხერხემლის გამრუდების გამოსასწორებლად აუცილებლად მიაკითხეთ სპეციალისტს. არ ეცადოთ თვითნებურად ან მეგობრის რჩევის გათვალისწინებით ივარჯიშოთ. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და შესაბამისად ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის ვარჯიში, რომელიც თქვენი მეგობრის შემთხვევაში წარმატებით გამოიყენეს, შეიძლება თქვენთვის არ იყოს რეკომენდებული.


9. ზოგჯერ ექიმები ფარმაკოლოგიურimage

მკურნალობასაც მიმართავენ. სანამ მედიკამენტს დანიშნავენ მრავალ გამოკვლევას უტარებენ პაციენტს, რათა დარწმუნდნენ შეიძლება თუ არა მისთვის ამ წამლის მიღება. აღსანიშნავია, რომ ფარმაკოლოგიური მკურნალობისას 70%-ში უკუშედეგი გვაქვს. ვითარდება აკრომეგალია - რაც სხეულის წარზიდული ნაწილების (მაგ: ცხვირი, თითები...) ზრდაში გამოიხატება.



არცერთ შემთხვევაში არ მიიღოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები ექიმის ნებართვის გარეშე !!


image

გისურვებთ წარმატებებს!

12
19338
11-ს მოსწონს
ავტორი:sweet one
sweet one
19338
  
2018, 19 მარტი, 16:44
კარგი სტატიაა მაგრამ რომ ვვარჯიშობ ნახშირწყლები მჭირდები დიდი რაოდენობით და როგორ შევათავსო?
2016, 12 აპრილი, 23:09
ტკბილი ხილი როგორ მოქმედებს ზრდის ჰორმონზე? ვაშლი ატამი და ასშ
2014, 26 მარტი, 23:16
გამიგია ქალს მშობიარობა უმატებს სიმაღლეს დაახლოებით 1 ან 2 სანტიმეტრს, თუ არის 26 წლამდე. რამდენად მართალია?
2013, 20 მაისი, 13:32
კარგი სტატიაა როგორ ჩანს ბევრი მეძინა ბავშობაში მე :D :D
2013, 5 მაისი, 18:44
მე ვვარჯიშობ ყოველ დღე მარა შევამჩნიე უკვე ოთკუთხედები მიჩნდება და ეს არ მინდა, სირბილსაც ვერ ვახერხებ, დილით ადრე ვერ ვდგები რომც ავდგე 1 დღე მეორე დღეს ვერ ავდგები სამაგიეროდ
2013, 5 მაისი, 0:41
არამგონია გაიზარდოს :)
2013, 4 მაისი, 19:54
არ არის საჭირო. ხელის მევანზე უდნა გადაიღო.
2013, 4 მაისი, 19:11
ვინც გეტყვით სტაფილო ეს არის დიდი სისულელე და სასაცილო. მეზობელს ბავშვობიდან იმდენი აქ ნაჭამი რო არვიცი, კაი სტატიააა )))) მაგრამ რენტგენი როგორც ვიფი ფეხის ძვლებზე უნდა გადაიღო
2013, 4 მაისი, 18:00
კარგი სტატიაა მომეწონა)))
2013, 4 მაისი, 10:46
მე გაზრდა მართლა აღარ მინდა მაგრამ ჩემ მეგობარს ვასწავლი გაუხარდება:Dისე მაგარი სტატიააა+
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10