x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134506
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვულკანი მონ-პელე

ვულკანი მონ-პელე

ქალაქი სან-პიერი განლაგებულია სანაპიროზე, ვულკან მონ-პელედან 6 კილომეტრში. ამ ვულკანის სიმაღლე 1400 მ-ს აღწევს. ვულკანიდან დროდადრო ამოფქრვეულ ფერფლს სერიუზულად არავინ აღიქვამდა. მეტიც, ახლომდებარე ფერდობებზე ადგილობრივი ფერმერები წარმატებით უძღვებოდნენ მეურნეობას, სანამ კატასტროფა არ მოხდა... 1902 წლის 8 მაისის დილის 8 საათზე ვულკანი ამოიფრქვა. პიროკლასტურმა ნაკადმა (მაღალტემპერატურული ვულკანური გაზების, ფერფლის და ქვების ნარევი) სანაპიროს 100 კმ-სთ სიჩქარით მიაღწია და გაანადგურა ყველაფერი 10 კილომეტრის რადიუსში. დაიღუპა 30 000-მდე ადამიანი. კატასტროფის შემდეგ მხოლოდ ორნი გადარჩნენ - ქალაქის განაპირას მცხოვრები ადამიანი და ქალაქის ციხის პატიმარი ავგუსტ სილბარუსი, რომელიც მიწისქვეშა კამერაში იჯდა. სილბარუსი მხოლოდ მესამე დღეს იპოვეს და ამინისტია მისცეს. ამის შემდეგ გიდად დაიწყო მუშაობა და ტურისტებს კატასტროფის ადგილს აჩვენებდა. ქალაქის აღდგენა ბოლომდე ვერ მოხერხდა, დღესაც იქ მხოლოდ რამდენიმე ათასი მცხოვრებია. მონ-პელე ვესტ-ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანად ითვლება, ფიქრობენ, რომ მან ნებისმიერ წუთს შეიძლება გაიღვიძოს.

4
392
15-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
392
  
2013, 23 მაისი, 11:24
მიშამ არ გაიგოს, თორემ საქართველოში ცამოასახლებს
2013, 27 აპრილი, 21:53
მერე რაღას სახლდებიან თუ გიჟები არ არიან ნეტა ამათ რა
0 1 4