x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხუთი ნაბიჯი უცხო ენის შესასწავლად


ახალი ენის შესწავლა ძალიან რთული პროცესია და ცოდნა ადვილად არ მოდის. კიდევ
უფრო ძნელი ხდება შესწავლა, თუ მეთოდს არასწორად შეარჩევთ. რუსულ ნეტში
ერთი ძალზედ საინტერესო სტატია ვიპოვე, რომელიც ჩვენი ბლოგის
მკითხველისთვის ვთარგმნე. ვიმედოვნებ, დაგეხმარებათ. ეს მეთოდი
დამყარებულია ხუთი ნაბიჯის პრინციპზე, ეს ხუთი ნაბიჯი კი არის შემდეგი:

პირველი
ნაბიჯი. დახურეთ გრამატიკის არაფრისმომცემი სახელმძღვანელოები. ენა –
ცოცხალი ორგანიზმია, გრამატიკის მოსაწყენი სახელმძვანელოებით ენას ვერ
ვ-ისწავლით. ამის გაცნობიერება თქვენი პრობლემების ნახევარს გადაწყვეტს.

ახლა
უკვე თქვენ მზად ხართ გადადგათ მეორე ნაბიჯი. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ
იცოდეთ ენა, ანუ თავისუფლად ურთიერთობდეთ ენაზე, დაიწყეთ არა სწირად
წარმოთქმის წესების დაზუთხვით, არამედ, აუდირებით, ანუ მოუსმინეთ საუბარს.
რეალობა ის არის, რომ სწირად კითვის თითოეულ წესზე ათეულობით გამონაკლისი
შემთხვევა მოდის, განსაკუთრებით ინგლისურ ენაში. უსმინეთ ცოცხალ საუბარს.
ეს იქნება აუდიოკურსები, ფილმები თუ სხვა. შეეცადეთ მაქსიმალურად უბრალო
მატერიალი შეარჩიოთ, ეს ასე ვთქვათ, შესამზადებელი პერიოდია.

როდესაც
მიეჩვევით ენას, რიდესაც აღარ შეგეშინდებათ მისი (ან და რა არის საშიში,
მშობლიურ ენაზე ხომ საუბრობთ?), მოძებნეთ მატერიალი, რომელსაც ახლავს
დაბეჭდილი ტექსტი და გადადგით მესამე ნაბიჯი. მოუსმინეთ, ისე, რომ ადევნოთ
თვალი ტექსტს. დიქტორი ფრაზას წარმოთქვამს, თქვენ კი თვალებით მიყვებით
ტექსტს. თქვენ იმახსოვრებთ როგორც წარმოთქვამენ სიტყვებს და როგორ იწერება
ის. ასეთი მიდგომისას სწორად წარმოთქმის წესები საჭიროებას კარგავს.

მეოთხე
ნაბიჯი. თქვენ უკვე იცით როგორ იწერება სიტყვები, როგორ უნდა წარმოთქვათ
და ნელ-ნელა იწყებთ დიქტორთან ერთად გამეორებას. თავიდან ისე, როგორც
ახერხებთ, თანდათონობით უფრო და უფრო სუფთად. ამრიგად, ასეთი ფორმით ბეჯითი
ვარჯიში საშუალებას მოგცემტ, გაქტობროვად უაქცენტოდ ილაპარაკოთ. აქვე
თანდათანობით დაიწყეთ ხმამაღლა კითხვა, მუსაობის ეს სახე შესაძლებელს
გახდის გამოიმუშავოთ სრულფასოვანი წარმოთქმა.

და აი მეხუთე და
უკანასკნელი ნაბიჯიც, თქვენ იწყებთ საუბარს ამ ენაზე ისე, რომ არ
ჩაფიქრდებით გრამატიკაზე. აუდირებისა და კითხვის დროს გათავისებული
გრამატიკული კონსტრუქციები თავისით ამოგიტივტივდებათ გონებაში საჭირო დროს,
ყოველგვარი შეფერხების გარეშე. თუ გვერდით არავინ გყავთ ისეთი, ვისაც
შეიძლება ესაუბროთ ახალ ნასწავლ ენაზე, ელაპარაკეთ თქვენსავე თავს,
მაგალითად აღწერეთ რას აკეთებთ ახლა. ეს ძალიან დაგეხმარებათ.


ბოლოს, როდესაც კითხვა დავამთავრე, მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ხუთი
ნაბიჯია, რომელსაც Teach.ge-ს ინგლისური ენის შესასწავლი პროგრამა
გვთავაზობს. სწორედ ამ პრინციპზეა აგებული Teach.ge-ს პროგრამაც, რაც
აადვილებს უცხო ენის შესწავლის პროცესს და მას დინამიურსა და სახალისოს
ხდის.


წყარო: http://ucxoenebi.wordpress.com/2012/04/07/ხუთი-ნაბიჯი-უცხო-ენის-შეს/


4
770
10-ს მოსწონს
ავტორი:ikaponka
ikaponka
770
  
2017, 27 ივლისი, 16:15
lingwing.com ეს საუკეთესო ქართული რესურსია და მარტივად სასწავლი მარტივად ასათვისებელი ყველაფერი მარტი
ვია ამსაიტზე
2017, 24 ივნისი, 2:13
მე გირჩევ https://www.penpaland.com ენის გაცვლა დაფუძნებული ნახვა
Android:http://app.appsgeyser.com/Penpaland
2012, 28 აპრილი, 12:17
სწორედ ამას ემსახურება ინგლისურის ქალანის მეთოდი. საინტერესოა, გმადლობთ :)
2012, 26 აპრილი, 14:14
რას იტყვით კაი თემაა?
0 1 4