x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508577
ამოუცნობი არსების ფეხმა ყველა გააოცა. ექსპერტებს პასუხი ჯერაც არ აქვთ

imageმღელვარება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ტყეში ნაპოვნმა საოცრად დიდმა ფეხმა, განსაკუთრებით მათში, ვისაც თოვლის კაცის ან გოლიათის არსებობის სჯერა. ეს საშინელი ნაშთი იპოვა ტყეში მოთამაშე ორმა პატარა ბიჭმა მასაჩუტესის შტატში, გასულ თვეში. მისმა ნახვამ ყველა გააოცა. თავგზააბნეული პოლიციელები ამბობენ, რომ წარმოდგენაც კი არა აქვთ რა არსების ფეხი უნდა იყოს ეს და გააგზავნეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე. ამ აღმოჩენამ დიდი გამოცანის წინაშე დააყენა ის ენთუზიასტები, ვისაც სჯერა, რომ ნაპოვნი იქნება საუკეთესო ნივთმტკიცება ლეგენდარული მაიმუნის მსგავსი არსებისა. ან იქნებ ნამდვილად თოვლის კაცია?! ამ აღმოჩენის მორწმუნეები ჰყვებიან, რომ იეტის მსგავსი ბანჯგვლიანი მხეცები დაეხეტებიან ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში.image უამრავი ძალისხმევა დაიხარჯა იმისათვის, რომ ეპოვათ რაიმე დამატებითი სამხილი, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ისღა დარჩენიათ დასჯერდნენ თვითმხილველთა ფოტოებს. სერჟანტმა სტივენ ლეანუესმა ლაკევაილის პოლიციაში განაცხადა, რომ ფეხი ბავშვებმა ქალაქ კუინსის მახლობლად 29 მარტს იპოვეს. პოლიციის უფროსმა ფრენკ ალვიჰიერამ გადაწყვიტა ფეხის გაგზავნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რადგან ფეხი ძალიან უცნაურად გამოიყურება-ეს არ არის ადამიანი, თუმცა მას აქვს ხუთი თითი. მსჯელობენ, რისი უნდა იყოს ფეხი ხუთი თითის მიხედვით ეს ადამიანია, მაგრამ საოცარი ზომის. მეცნიერები ვერაფერს ამბობენ, ისინი ექსპერტის პასუხს ელოდებიან. ჯერ მისი ვინაობა დაუდგენელია.

5
102
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
102
  
2013, 23 აპრილი, 11:09
ბუგიმენია :D
2013, 23 აპრილი, 0:52
რამდენი წლის ხარ? ზღაპრების ასაკის? მე რასაც ვერ ვხედავ, არ მჯერა
2013, 23 აპრილი, 0:46
არა საიდან მაგრამ ამ სტატიამ თითქმის დაადასტურა მისი არსებობა :)
2013, 23 აპრილი, 0:44
გინახავს?
2013, 23 აპრილი, 0:42
თოვლის კაცები არსებობენ :))))))))))
0 1 5