x
image
pepe
ყველაზე საოცარი მოგებული ფსონები სპორტის ისტორიაში

2012 წლის აფრიკის თასზე მალი 0-4 მარცხდებოდა ანგოლასთან. მატჩის დამთავრებამდე 16 წუთით ადრე ფრეზე კოეფიციენტი იყო 1 000. სწორედ ამ დროს უცნობმა პიროვნებამ 5 ფუნტის ფსონი გააკეთა. შედეგად მალიმ 4 გოლი გაიტანა და მომხმარებელმა 5 000 ფუნტი მოიგო.
1996 წელს, ჟოკეი ფრენკი დეტორიმ მოიგო ესკოტის შვიდივე გარბენი, რაზეც ჯამური კოეფიციენტი შეადგენდა 25 000–ს. მორეკამბელ დურგალს, დარენ იეტსს კი 59 ფუნტი სწორედ ამ შედეგზე ქონდა დადებული.
2005 წლის ივლისში ბრიტანელმა ადრიან ჰეივარდმა სიზმარად ნახა, რომ ხაბი ალონსო (იმ დროს ლივერპულში მოთამაშე) მომდევნო სეზონის მანძილზე გაიტანდა გოლს მოედნის საკუთარი ნახევრიდან და დადო 200 ფუნტის ოდენობის ფსონი (კოეფიციენტი 125). 2006 წლის იანვარში, თასის მატჩში ხაბი ალონსომ სწორედ ასე გაიტანა გოლი და ადრიანმა 25 000 ფუნტი მოიგო
1998 წელს, უცნობმა პიროვნებამ ნახა რა 13 წლის ლუის ჰემილტონი კარტინგზე, დადო 100 ფუნტის ფსონი რომ 25 წლამდე ჰემილტონი მოიგებდა ავტოსპორტის რომელიმე დიდ შეჯიბრს. 2008 წელს, 23 წლის ასაკში ლუის ჰემილტონი ფორმულა 1–ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, უცნობმა პიროვნებამ კი 125 000 ფუნტი მოიგო.image

1
95
8-ს მოსწონს
ავტორი:pepe
pepe
95
  
2013, 21 აპრილი, 19:51
კაი სტატიაა :))
0 1 1