x
image
worldsport.ge
კატია ზიგნარევიჩის სიკეკლუცენი

imageმას შემდეგ, რაც ინგლისური საფეხბურთო კლუბი “რედინგი” რუსმა მილიონერმა ანტონ ზინგარევიჩმა შეიძინა, ანტონი და მისი ოჯახი უმალ ინგლისის ბომონდური ელიტის წევრები გახდნენ. მოკლედ, ანტონი და მისი ტოპ-მოდელი მეუღლე კატია ზინგარევიჩი ერთობ საინტერესო ადამიანებად ითვლებიან.
ამასწინათ, კატია ზინგარევიჩი ინგლისის საფეხბურთო კლუბების მფლობელთა ცოლებიდან ჟურნალისტებმა ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს და ეს აღიარება “ვიქტორია სეკრეტის” ყოფილ მოდელს ძალიან გაუხარდა. მშვენიერი კატია სულ რაღაც 23 წლისაა და მთელი მომავალი ჯერ კიდევ წინ აქვს.
ერთადერთი, რასაც გამუდმებით უწუნებენ ბრიტანელები ანტონ ზინგარევიჩს, ეს რუსი ოლიგარქის სიძუნწეა. სხვა კლუბების ჯიბესქელი მფლობელებისგან განსხვავებით, ზინგარევიჩი ფულის ფლანგვას ერიდება და ეს “რედინგის” მოკრძალებულ შედეგებზეც აისახება. როგორც ჩანს, ბატონ ანტონს, მხოლოდ ქალებთან დაკავშირებით აქვს გემოვნება...


www.worldsport.ge

0
368
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
368
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0