x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ნუკი კოშკელიშვილის სახეცვლილება ბავშვობიდან დღემდე (ბევრი პირადი ფოტო)

imageნუკი კოშკელიშვილი ქართული საზოგადოებისთვის ცნობადი და საყვარელი სახე, მოდელი და ტელეწამყვანი გახლავთ. ის ცელქი ბავშვი გახლდათ, საერთო ენის გამონახვა კი არავისთან უჭირდა. "ძალიან პრანჭია ვიყავი, მთელ სახეზე, "რუმიანას" ნაცვლად პომადას ვისვამდი, დედაჩემის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავდიოდი. როცა თმა შემჭრეს, თავზე კოლჰოტს ვიფარებდი - ვითომ ნაწნავი მქონდა"-იხსენებს ნუკი. პრანჭვა ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა ბიჭებისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის, თვლის, რომ ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს.image ნუკი სალონებსაც ხშირად სტუმრობს, სადაც ვარცხნილობის გარდა მანიკიურსა და პედიკიურსაც იკეთებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ ის პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგია: "დიდი ცხვირი მაქვს და ვიცი, ჩემზე ბევრი ამბობს, - ცხვირის ოპერაცია რომ გაიკეთოს, უკეთესი იქნებაო, მაგრამ მე ამაზე არასდროს მიფიქრია. მიმაჩნია, რომ ადამიანი გარეგნულად კი არა, პირველ რიგში, შინაგანად უნდა იყოს ლამაზი, კარგი ხასიათი ჰქონდეს და გარეგნული ნაკლის დაფარვასაც იოლად შეძლებს".image

ნუკის შეყვარებულიც ჰყავდა ოთო მარგოშვილი. წყვილმა ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო, ერთად თავს მშვენივრად გრძნობდნენ, მაგრამ რომანი ქორწინების ნაცვლად დაშორებით დასრულდა. ის გვიამბობს:"ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია როცა გიყვარს და უყვარხარ. ზოგჯერ გგონია, რომ კომფორტია, როცა მარტო ხარ.image ცვალებადია ეს ყველაფერი, ისე როგორც გემოვნება, დღეს ვარდისფერი მოგწონს, ხვალ შეიძლება იისფერი მოგეწონოს. ასეა პირადი ცხოვრებაც-ზოგჯერ ყვავილები და რომანტიკა გიტაცებს, ზოგჯერ კი გირჩევნიათ უბრალოდ კარგი მეგობრები იყოთ".

ახლა ნუკი სერიალ "შუა ქალაქში" მონაწილეობს, მიჰყავს რადიოგადაცემა "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი". საგრძნობლად იკლო მისმა ფინანსებმაც, მაგრამ ოჯახის წყალობით არაფერი აკლია. სამაგიეროდ მეტი თავისუფალი დრო აქვს, მეგობრებსაც ხშირად სტუმრობს და საკუთარ თავზეც ზრუნავს.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
































8
3339
17-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
3339
  
2013, 16 ივნისი, 20:26
რა ცხენქალა პირიქით პატარაა:დ
2013, 26 აპრილი, 12:35
ახალ ფოტოებში უჩანს გრძელი ფეხები , ისე დაბალია
2013, 26 აპრილი, 12:33
კაია ყველანაირად მარა, მოდელის არაფერიი არ გააჩნია
2013, 21 აპრილი, 23:54
ძალიან საყვარელი გოგოა
2013, 21 აპრილი, 22:48
ცხენქალაა.
2013, 21 აპრილი, 22:42
კარგი სტატიაა.
2013, 21 აპრილი, 14:17
ჩიჩოლინას გავს
2013, 21 აპრილი, 13:00
სათვალე სადაც აქვს კაია....ისე ძაან შეუხედავია,წარბის ფორმას რატო არ იცვლის მიკვირს.იქნებადა მოუხდეს და სხვანაირი სახე მიეცეს
0 1 8