x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად აუცილებელია რწმენა, სულისთვის და ჯანმრთელობისთვის ? !
imageრატომ გაუჩნდათ, ამ ურწმუნო მეცნიერებს ამ საკითხის შესწავლის სურვილი, არავინ იცის, თუმცა მთავარი მაინც შედეგია რომელიც მიიღეს.

აღმოჩნდა, რომ რელიგიური ადამიანების ჯანმრთელობის ხარისხი უფრო მაღალი იყო ვიდრე ურწმუნო ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეცნიერულად დადასტურდა, რომ რწმენა ეს ის თვისებაა, რომელსაც იმედს და ნდობას ვუწოდებთ. იგი ადამიანის შინაგანი ბუნების ნაწილია და არა შეძენილი, რომელიც მას აბედნიერებს, ოპტიმისტს ხდის, ამცირებს დეპრესიის დონეს, მარტოობის შეგრძნებას. ასევე ხელს უშლის ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებას. რწმენა, როგორც წესი, განისაზღვრება კონკრეტული იდეის ან ფაქტის ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებად.

- "არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. მასზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების აზრი, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების." აცხადებენ მეცნიერები და გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას რწმენის ასამაღლებლად:

- გარშემომყოფები, განსაკუთრებით ყველაზე ახლო ადამიანები, ხშირად გაუცნობიერებლად, ცდილობენ დაგიქვეითონ თვითშეფასება. როგორც კი აღმოაჩენთ ამ ტენდენციას, შეაჩერეთ თქვენი ახლობლები ან შეწყვიტეთ მათთან დროებით მაინც კომუნიკაცია.


- არ მისცეთ არავის უფლება რამით შეგირყიოთ საკუთარი თავის რწმენა. რწმენა, იმის შესახებ, რომ თქვენ „ეს შეგიძლიათ“!!!!

- იპოვეთ ან წარმოსახვით შექმენით სამაგალითო ადამიანი - პიროვნება, რომელიც თავისი თვისებებით გაძლევთ ენერგიას, საკუთარი თავის რწმენას, წინსვლისა და განვითარების მოტივს. რომლის მოდელსაც სიამოვნებით აითვისებდით და განახორციელებდით.


0
120
11-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0