x
image
ციცი
Mediator image
მირანდა კერიმ დაადასტურა Victoria's Secret-იდან წასვლის შესახებ
image
გასულ კვირას, გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბრენდი Victoria's Secret-ი აღარ გაუგრძელებს სამ წლიან კონტრაქტს ერთ-ერთ თავის "ანგელოზს", მირანდა კერის. მირანდამ უკვე გამოიმუშავა მილიონი დოლარი და ბრენდი თვლის, რომ კერის დიდი შემოსავალი აღარ მოაქვს Victoria's Secret-ისათვის. როგორც ინდუსტრიის ინსაიდერებმა განაცხადეს, მირანდა კერი დაითხოვის მისი რთული ხასიათის გამო და ასევე იმის გამოც, რომ იგი არ იყო ისეთი პოპულარული, როგორც სხვა მისი კოლეგები.

მირანდა კერი აღარ იქნება ბრენდის სახე, თუმცა 2013 წლის გრანდიოზულ შოუში ისევ მიიღებს მონაწილეობას.

თვითონ მირანდა კერი, აქამდე ამ ფაქტს არც უარყოფდა და არც ადასტურებდა. მაგრამ ავსტრალის გაზეთ The Sydney Morning Herald-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან როგორც იქნა კომენტარი გაუკეთა ამ ამბავს. მისი თქმით Victoria's Secret-თან სამ წლიანი კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ გაუგრძელდება, მაგრამ ეს მისი რთული ხასიათის გამო არ მოხდა, როგორც ამას ბრენდის მესვეურები აღნიშნავენ.

"ეს არის ბუნებრივი ევოლუცია - აღნიშნა მირანდამ-საქმე იმაშია, რომ მე სამოდელო ბიზნესში 13 წლიდან ვარ. ახლა უკვე ცხოვრების ახალ ფაზაში გადავდივარ. მე ეს ყველაფერი ვიგრძენი, როცა ჩემი ბიჭი დაიბადა და მივხვდი რა უფრო პრიორიტეტულია ჩემთვის".

მირანდა ფიქრობს, რომ მისთვის ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მისი შვილის აღზრდაა.


29 წლის მირანდა კერიმ, 2 წლის ბიჭუნას ფლინას დედამ, განმარტა, რომ მას ახლა უბრალოდ არ შეუძლია, რომ მოდელობას მთლიანდ დაუთმოს დრო, ხოლო ბრენდ Victoria's Secret-ის კონტრაქტი კი სწორედ ამას გულისხმობს.

2
114
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
114
  
2013, 18 აპრილი, 16:36
გუშინ ალბათ ძვბელი ინფორმაციის მიხედვით ეწერათ:)
2013, 18 აპრილი, 15:36
ვაა ვეღარ გავიგე კაცო, გუშინ სტატია წავიკითხე სადაც ეწერა რო არ წავსულვარო, აქ წერია მივდივარო... მიდი და გაიგე ეხლა რა ხდება
0 1 2