x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
გენერალი კალანდაძე ომის გამოძიების მომხრეა და დათა ახალაიას მიმართვის ნამდვილობას ადასტურებს
imageაგვისტოს ომის საგამოძიებო კომისიის შექმნის თემა, "ნაციონალების" მიერ 19 აპრილისთვის დაანონსებული, გრანდიოზული აქცია რუსთაველზე, უკანა პლანზე გადავიდა. დღის მთავარი სკანდალი "ნაცმოძრაობის" შორის ატეხილი შიდადაპირისპირებაა .
ამ ორ რეზონანსულ თემასთან დაკავშირებით, geotimes.ge გენერალ გიორგი (გიგი) კალანდაძეს ესაუბრა:


- ბატონო გიორგი, ახალი ხელისუფლებააგვისტოს ომის გამოძიების ინიციატივით გამოვიდა, თქვენ იყავით იმბრიგადის მეთაური, რომელსაც ყველაზე დიდი დანაკარგი ჰქონდა ამსამხედრო დაპირისპირებაში, ამიტომ თქვენს მიმართაც არაერთხელგაჟღერებულა ბრალდებები...


- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ვემიჯნები ორივე ძირითად პარტიას. არმინდა ჩემი განცხადებები, რომელიმე პარტიის წისქვილზე წყალს ასხამდეს. რაცშეეხება ომის თემას, კარგი იქნება, რომ კარგად გამოიძიონ. ამაში ცუდს ვერაფერსვხედავ პირიქით. ამის პრაქტიკა, ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. მაგალითადშემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ერაყის კამპანია „თავისუფლება ერაყს“ ჩაატარააშშ-მ, მიუხედავად წარმატებული დასასრულისა, საბრძოლო მოქმედებებისშემდეგ დაიგეგმა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. რბილად, რომ ვთქვათლაფსუსებზე, რაც დაუშვა აშშ-მ . ასე რომ, გამოძიება მიღებული წესია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მომხრე ვარ ამის. ასევე აუცილებლად მიმაჩნია 1991- დან 1993წლის ჩათვლით მოვლენების გამოძიება, რადგან უნდა ვიცოდეთ ვინ რა შეცდომადაუშვა ამ ბრძოლებში, გაირკვეს ვინ იბრძოდა ბოლომდე და ვინ ღალატობდაქვეყანას. ასევე საჭიროა 2004 წელს განვითარებული მოვლენების მოკვლევაც.


-წინა ხელისუფლება ეწინააღმდეგება აგვისტოს მოვლენების გამოძიებას, რისი ეშინიათ, რას ფიქრობთ?



- ალბათ წინა ხელისუფლებას ჰგონია, რომ პოლიტიკური შეფასება მიეცემა ამგამოძიებას და სულ სხვა პოლიტიკური შედეგი დაიდება. სავარაუდოდ მათი მხრიდან გამოძიების შიშიც ამას უკავშირდება, ეს ჩემი ვარაუდია. როგორცსამხედრო, მე მზად ვარ სამხედროებს ავუხსნა კონკრეტული ჩემი მოქმედება რაბრძანებასთან იყო დაკავშირებული.
ჩემი ეპიზოდის გამოძიება, როგორც ბრიგადის მეთურის თუ კითხვებს ბადებს, მე ამკითხვებისთვის შესაბამისი პასუხები მზად მაქვს. არცერთი საგამოძიებო კომისიისარ მეშინია და ვფიქრობ, რომ ჩემ სიმართლეს დავამტკიცებ. მიუხედავად იმისა, რომ თავად გადაწყვიტეს, ასეთი ფორმით ჩემი დაპატიმრება, მაინც მზადა ვარვითანამშრომლო იმ ნამდვილ სამხედრო პირებთან, ვინც ჩართული იქნებააგვისტოს ომის შესწავლის პროცესში რადგან ეს შემდგომში ქვეყანას წაადგება.


- როგორც სამხედრო, კოდორის უბრძოლველად დათმობას, როგორაფასებთ?


- მე შეფასებებისგან თავს შევიკავებ. კოდორის დაკარგვასთან დაკავშირებითაც დასაერთოდაც, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საგამოძიებო კომისია, ბევრ კითხვაზეგასცემს პასუხს.


- ბატონო გიორგი, მაპატიეთ უხერხული კითხვისთვის, თუმცა არაერთხელგაიჟღერა ვერსიამ თითქოს ბრძოლაში ჭრილობა თქვენ მიიყენეთ...


- სამწუხაროა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები. ეს თემა პირველადტელეკომპანია "კავკასიის"ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა გააჟღერა. ეტყობაშინაგანად არის ცუდი ადამიანი, არ შეიძლება ასე ხელაღებით ნებისმიერი რამისთქმა. სხვათაშორის აქამდე არსად მითქვამს, ასეთი ინფორმაცია, რომ გავრცელდა, მივედი ირაკლი ალასანიასთან და ვუთხარი რომ ესეთ სისულელეს იძახიან დამინდა პასუხი გავცე ამ ყველაფერზე-თქო . ირაკლი ალასანიამ მითხრა, რომ ნუჩავებმებოდი ჟურნალისტურ ჭიდაობაში. ესენი უფრო ჩაგითრევენ და მე თვითონვიტყვი რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენო .


- ეს როდის იყო?


- გენშტაბის უფროსად, რომ დავინიშნე მაშინ. ჯერ ერთიც, მაგ უნამუსობას, რომიძახი კარგად უნდა გაარკვიო რა ხდებოდა, პირველი ჩემი მძღოლ-მეკავშირე, რომელიც იყო თიგიშვილი ბრძოლის დროს დაიღუპა. ახლა კიდევ გაუაზრებელისიტყვების გამო დიდ ტკივილს აყენებენ ამ ადამიანების ახლობლებს.
მეორე ჩემი მძღოლი, კი ლიმონკას ან ნაღმტყორცნს ნამდვილად ვერ ამიფეთქებდა, რადგან მე მაქვს ნამსხვრევები მოხვედრილი და არა ტყვია. ეს თქვენ შეგიძლიათგოსპიტალშიც გადაამოწმოთ და თვითონაც მაქვს ცნობა. ეს ბრალდება იყო ბინძურიკამპანიის ნაწილი ჩემს წინააღმდეგ, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდნენ, ხანნინო კალანდაძეს უკავშირებდნენ ჩემს კარიერას, ხან რაღაც სიმახინჯეებს. მეკიდევ ერთხელ გეუბნებით არც ერთი ჭრილობა არ მაქვს ტყვიიდან მიღებული, ყველა ნამსხვრევი ჭრილობაა, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ეჭვს.


- რაც შეეხება დათა ახალაიას მიერ გაკეთებულ მიმართვას, ამაზე ხომ არაგაქვთ ინფორმაცია? ან თუ დაადასტურებთ მის ნამდვილობას?


- სავარაუდოდ კი. იმიტომ, რომ მე ვიცოდი, დათა ადვოკატის მეშვეობით იღებდა ყველა ინფორმაციას, ბაჩოს პროცესის შესახებ და მას ეტყობოდა განაწყენება, იმუსაფუძვლო ბრალდებების გამო, რომელიც წაყენებული აქვს ბაჩო ახალაიას. ამბრალდებების უკან კი, დგანან ვანო მერაბიშვილის მოადგილეები და მისიუახლოესი წრე.


- თქვენს წინააღმდეგაც ბრალდებაშიც ხომ არ ფიგურირებს ეს ხალხი?


- ერთ ეპიზოდში, რომელშიც მე და ბაჩოს ერთად გვადანაშაულებენ არის ზურაარსოშვილი მოხსენიებული, რომელიც იძლევა ჩვენს სააწინააღმდეგო ჩვენებას.რეალურად კი იცით, რაშია საქმე? ხდება დარღვევები მის ქვემდებარე უწყებაში დაის, თანამშრომლობს ლამაზად კბილაშვილის უწყებასთან. ამიტომაც დასეირნობსქალაქში. ბაჩოსთან მიმართებაში კი, არსებობს ლორთქიფანიძის ჩვენება, ლაფანყურთან დაკავშირებით, რომელიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აქვსმიცემული. ასევე ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენებას აძლევს ჯანაშვილი, რომელიცშსს-ში მუშაობს დიდ თანამდებობაზე.


- თქვენც მიგაჩნიათ, რომ მერაბიშვილი დგას ამ პროცესებს მიღმა და ისააყველაზე საშიში, რომელმაც ქვეყანა დაღუპა?


- არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ არსებობს ბევრი კითხვები, მათ შორისჩემთან მიმართებაშიც და ამას პასუხი უნდა გაეცეს. არამგონია ახლა, რომ ვანომერაბიშვილი ახალ ხელისუფლებას მართავდეს. თეორიების დალაგება მე არშემიძლია. მხოლოდ შემიძლია ვისაუბრო იმაზე რა შემემთხვა. დათო ახალაიაალბათ დაბრუნდება და მტკიცებულებებს დადებს იმისას, რაზეც მიმართვაშისაუბრობს.


- რაც შეეხება პრეზიდენტს, მასთან გაქვთ ამჟამად კონტაქტი?


- არა, პრეზიდენტთან ჩემი გადაყენების შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს.სამწუხაროდ დავდივარ სასამართლოებზე ვიცავ თავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია იყო სამხედრო პოლიციაში დაგეგმილი.რომელიც განხორციელდა მერე სამარცხვინო ფორმებით, უფრო მეტიც უღირსი, წარმოუდგენელი დამოკიდებულებით ჩემს მიმართ. დღემდე ვერ ვხვდებიმოტყუებით მიყვანა დილის 4 საათზე, რას ემსახურებოდა, როცა არსად გავრბოდიდა დილით მივიდოდი. ახლა მაქვს დრო და საშუალება და ვეცნობი თუ სადმეყოფილა მსოფლიოში თანამედროვე ისტორიაში მსგავსი ფორმით დაეკავებინოთგაერთიანებული შტაბის მოქმედი უფროსი, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში. მაგრამ მსგავსი ინციდენტი ვერსად ვნახე.
დაგეგმილი სიყალბე კარგად გამოჩნდა სასამართლოზე. აბსურდის თეატრია, ძირითადი მოწმეების ჩვენების შეცვლას მერე მე მაბრალებდნენ, ამ აბსურდში კითავად ჩაიძირნენ.


მაკა დეკანოსიძე, geotimes.ge

1
415
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
415
  
2021, 22 დეკემბერი, 13:30
გენერალი კალანდაძე-ეს უკვე სასაცილოა. თქვას ერთი ამ "გენერალმა" თუ სად აქვს ნაბრძოლი ან როდის, სამაჩაბლოდან კუდამოძუებული რომ გამოიქცა კეზერაშვილთან ერთად და მთელი ბრიგადის სამხედრო ტექნიკა რუსებს, რომ დაუტოვა გორთან ახლოს ამაში მისცეს ალბათ გენერლობა.
სირცხვილი და თავის მოჭრაა გიგი კალანდაძის ბრიგადის გენერლობა...
0 1 1