x
image
ვიზა კოხაძე
"მითოლოგიური" მნიშვნელობის ლა სკალას თეატრი მილანში(+ფოტოები)
image
image
ლა სკალას თეატრი, რომელიც მილანში სულ რაღაც ორ წელიწადში ააგეს არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მას შემდეგ, რაც ხანძრის გამო ძველი საჰერცოგო თეატრის შენობა განადგურდა, მართლაც რომ ფასდაუდებელი და შეუდარებელი ქმნილებაა მსოფლიო თეატრებში. 1943 წელს ლა სკალას შენობა დაიბომბა და მისი ხელახალი გახსნა მოხდა სამი წლის შემდეგ.ეს შენობა ცნობილია, როგორც ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილი, სადაც უამრავი ბალეტი დადგმულა კლასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით.სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

ამ შენობაში იდგმებოდა ჯუზეპე ვერდის, დომენიკო ჩიმაროზას და სხვათა ოპერები.სხვადასხვა წლებში

ლა სკალას მუსიკალური ხელმძღვანელები იყვნენ: ბარენბოიმი, მუტი, რიკარდო, აბადო, კლაუდიო, კანტელი, გვიდო, სერაფინი, ტოსკანინი, არტურო, ტულიო, კარლო მარია, საბატა და ვიქტორ დე (ეს არის არა სრული ჩამონათვალი თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელებისა).თუმცა იყო წლები, როცა თეატრს მუსიკალური ხელმძღვანელი არ ჰყოლია.image



image

image
image
image
image
ლა სკალას მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება ყოველი წლის 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს.ამავე შენობაშია ლა სკალას მუზეუმი, სადაც მსოფლიოს უდიდესი კოლექცია ინახება სასცენო დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმებისა და ნახატებისა.ლა სკალას ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი, რომელიც 70 - იან წლებში შეცვალა კლაუდიო აბადომ.თეატრის შენობა მსოფლიო არქიტექტურის ერთადერთ უნიკალურ ქმნილებად ითვლება, რომელსაც უდიდესი წარსული აქვს


მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.
imageimage











image










ამ ფოტოებზე რიგითობით ჯუზეპე ვერდი, არტურო ტოსკანინი და მარიო კალასია გამოსახული.



image

4
253
20-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
253
  
2013, 18 აპრილი, 17:47
კარგია.
2013, 17 აპრილი, 7:54
არ იქნებოდა ურიგო:)
2013, 17 აპრილი, 4:02
ჩემს "ინტერმედიელ" მეგობრებს მილანში მოგზაურობასა და ლა სკალას თეატრში რომელიმე პრემიერაზე დასწრებას ვუსურვებ გულრწფელად.(ჩემი ბავშვობის ოცნება).
0 1 4