x
image
cxvedo
მზის სისტემის პლანეტები
NASA-ს ექსპერტთა ჯგუფი ცდილობს გამოიყენოს კოსმოსური სატელიტური თანამგზავრის - "Kepler"-ის მიერ მოწოდებული მასალები. თანამგზავრი "Kepler" აღჭურვილია კომპიუტერული მოდელირებით და ჰიპერმგრძნობიარე ფოტო კამერით. მან გამოგზავნა ღია სივრციდან გადაღებული მზის სისტემის ფოტოები და სამყაროს აღქმა უფრო გაამარტივა.


image

Kepler 22b


image


Kepler 10b



image


Kepler 20f


image


Kepler 20e


image


Kepler 37b


ახლა შემოგთავაზებთ პლანეტების ფოტოებს მთვარის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ. საოცრად არის ეს ფოტოები გაკეთებული. (დაცულია ზომები) ანუ ფოტოებით ნაჩვენებია, თუ როგორ გამოჩნდებოდა დედამიწიდან ეს პლანეტები, თუ ისინი იქნებოდნენ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის (მთვარე) ადგილას.


image


ეს არის მთვარე დედამიწიდან.


image


პლანეტა მერკური - მისი ზომები მთვარესთან შედარებით მცირეა.


image


პლანეტა მარსი - მისი წითელი შეფერილობა ყველასთVისაა ცნობილი. ზომით მთვარეზე ოდნავ დიდია.


image


პლანეტა ვენერა - მისი ატმოსფერო აირეკლავს მზის სინათლეს მზის სისტემაში არსებულ ყველა ობიექტზე უკეთესად. მისი გარსი მზის გარსზე უკეთესიც კია.


image


პლანეტა ნეპტუნი - ლურჯი ფერის ულამაზესი ბურთი, რომელიც სამყაროს მშვენებად ითვლება.


image


პლანეტა ურანი - იგი ძალიან ჰგავს პლანეტა ნეპტუნს, თუმცა მის ზედაპირზე არსებულმა "ხარვეზებმა" გამოიწვია ქარიშხალი.


image


პლანეტა სატურნი - იგი ითვლება ყველაზე ლამაზ პლანეტად, თავისი არაჩვეულებრივი რგოლებით, რომლებიც ადამიასის თვალისთვისაც საკმაოდ მკაფიოდ შესამჩნევია.


image


პლანეტა იუპიტერი - იგი რომ მთვარის ადგილას ყოფილიყო, უზარმაზარ სივრცეს დაიკავებდა მისი გამოსახულება, რადგან მისი ზომები მართლაც გასაოცარია, იგი მთვარეზე 40-ჯერ დიდია.


იმედია, ამჯერად საინტერესო სტატია გამოვიდა ასტროლოგიის მოყვარულთათვის.

7
952
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
952
  
2013, 19 მაისი, 21:30
ალბათ მაგნიტურ ქარიშხალზე ლაპარაკობთ. ალბათ არის საათები ან წუთები, როდესაც კარგად ჩანს. ამას არ დავკვირვებივარ სამწუხაროდ.
2013, 19 მაისი, 21:28
სულ ცოტა ხნის წინ ისეთი ქარიშხალი იყო შეუძლებელი იყო არ შეგემჩნიათ. ასეთი ძლიერი ქარიშხალი ჩვენს გალაქტიკაში ჯერ არ დაფიქსირებულა ყველა ეს რგოლი და ნახევარ პლანეტაზე მეტი ერთად ტრიალებდა ამ მძლავრ ქარიშხალში. თითქმის მთლიანი პლანეტა ჩაითრია
2013, 19 მაისი, 21:25
რატომ ვერასოდეს ვერ ვხედავ ამ სატურნის რგოლებს? არადა ამბობენ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანსო:)
2013, 16 აპრილი, 11:33
ნეპტუნი და სატურნი მართლა ულამაზესია ძალიან მოუხდებოდა მთვარის ადგილი
2013, 16 აპრილი, 9:39
ძალიან კარგი და ლამაზი სტატია იყო. საღოლ
2013, 16 აპრილი, 8:43
მადლობა შეფასებისთვის. ეგ ფრაზა კი იმის გამო დავწერე, რომ ჩემს სიახლეებს მხოლოდ დაინტერესებული პირები ნახულობენ. ბომონდის და ჭორების წერა ნამდვილად არაა ჩემი საქმე რომ ყველამ ნახოს და დაინტერესებულ პირებს შეძლებისდაგვარად ვაწვდი საინტერესო ინფორმაციას.
2013, 16 აპრილი, 8:19
"იმედია, ამჯერად საინტერესო სტატია გამოვიდა ასტროლოგიის მოყვარულთათვის."


არ ვარ ასტროლოგიის მოყვარული, მაგრამ სტატიამ "ჩამითრია".

კარგია ძალიან!
0 1 7