x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
თამარ კორძაია: ,,რასაც თეა წულუკიანი გპირდებოდათ, ძალაშია“
image

ნაძალადევის რაიონის “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ კორძაია დღეს თემქის მოსახლეობას შეხვდა. კორძაიამ თავისი გამოსვლა მოსახლეობისთვის მადლობის გადახდით დაიწყო: “მოგესალმებით თემქელებო! დღეს ისე შევივსე ამ ბავშვებით,
რომ უბედნიერესი ვარ. არ შეიძლება ბედნიერი არ ვიყო ასეთი დახვედრისთვის. მადლობას გიხდით იმიტომ, რომ თქვენ ამ ბავშვების მომავალი პირველ ოქტომბერს შექმენით“.


დეპუტატობის კანდიდატმა გამოსვლა თემქის მოსახლეობის პრობლემებზე საუბრით განაგრძო. “ვიცი, რომ ამ ბავშვებისთვის არაფერი არ არის აქ გაკეთებული. არცერთი სპორტკომპლექსი, არანაირი კულტურის ცენტრი არ არის მათი განვითარებისათვის. მე ვიცი, რომ თეა წულუკიანი გპირდებოდათ ასეთი ცენტრების შექმნას და რასაც ის გპირდებოდათ, ძალაშია.


ვიცი, იმ მშობლების პრობლემები, რომლებიც უნივერსიტეტში
უშვებენ სტუდენტებს და აქედან სამი ოთხი ტრანსპორტი უნდა გამოიცვალონ და ეს არის მძიმე ფინანსური ტვირთი ოჯახისათვის. ბევრი პრობლემაა ტრანსპორტთან, სწავლასთან, პოლიკლინიკებთან დაკავშირებით. პლოკლინიკებში ვერ მიდიხართ, რომ შორია და ამას ემატება ტრანსპორტის ხარჯი. არ შეიძლება ისედაც გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სული ამოვხადოთ, ამიტომ გეუბნებით, რომ ამ პრობლემებს მოგიგვარებთ“.image

თამარ კორძაია სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებულ საკითხსაც
შეეხო: “სოციალური აგენტი მოდის და უხეშად გელაპარაკებათ. აი, დღეს ჩემთან ერთი ქალბატონი მოვიდა, ტიროდა და შეურაცხოფილი იყო. სოციალურმა აგენტმა მითხრა: “ჩამახედე, სახლში პური გაქვს, თუ არაო“. სოციალური აგენტების საკითხი რეალურად დგას და ჩვენ მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს. აგენტების სერიოზული გადამოწმება უნდა მოხდეს. მით უმეტეს,
როდესაც გაჭირვებულ ადამიანთან მიდის სოციალური აგენტი, მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ვისთან მიდის და რაზე მიდის. ეს საკითხი დგას დღის წესრიგში და მე ვფიქრობ, რომ დადებითად გადაწყდება. ასევე, ვისაც მოგიხსნეს დახმარებები,
კიდევ ერთხელ მიმართეთ და აღგიდგებათ.“
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კოალიცია “ქარული
ოცნების“ უკვე შესრულებულ დაპირებებზეც გაამახვილა ყურადღება: “წიგნები ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. ზაფხულში ვერ ვისვენებდით ნორმალურად, იმიტომ რომ წიგნები უნდა გვეყიდა ბავშვებისთვის. ამაზეც ატყდა კამპანია, რომ გამომცემლების უფლებები ირღვევა. გარწმუნებთ, რომ არავის უფლებები არ შეილახება. მთავარი
ის არის, რომ ზოგადი განათლება არამარტო მშობლის, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაცაა“.


კორძაია სამართლიანობის აღდგენის საკითხსაც შეეხო. “ვიცი, რომ მოთხოვნა გაქვთ სამართლიანობის აღდგენაზე. სულ მეუბნებიან, უგულავა კიდევ თანამდებობაზეა და როდემდე უნდა ვითმინოთო. ჩემთვისაც მძიმე მოსასმენია ომთან დაკავშირებით მისი გააფთრებული ლაპარაკი, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს. თქვენც ხომ ფიქრობთ, რომ გამოძიება უნდა დავიწყოთ. ეს ჩვენი ღირსების
საკითხია. რაც შეეხება უგულავას თემას, ვიცი, რომ გაწუხებთ. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც თბილისის მერიაში არსებულ კორუფციაზე დაიწყო საუბარი და ჩემი კვლევის საფუძველზე
აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საკითხი. დარწმუნებული ვარ, უგულავას პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. უბრალოდ ცოტა დრო გვჭირდება იმისთვის, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი“.
რაც შეეხება თავად მოსახლეობას, მათ ყველაზე მეტად სოციალური
პრობლემების მოგვარება აინტერესებთ. თემქის მაცხოვრებელი ირინა თაქთაქიშვილი იმედოვნებს, რომ აფხაზეთში დაღუპულების და ინვალიდების ოჯახს რაღაც დახმარებები ექნებათ: “პირადად ჩემი პრობლემა ისაა, რომ მეუღლე მეორე ჯგუფის ინვალიდი
მყავს, ძმა აფხაზეთში დამეღუპა და თუ იქნება შეხვედრის საშუალება დეპუტატობის კანდიდატთან, აუცილებლად გავესაუბრები ჩემს პრობლემაზე.“



თემქის მე-4 მიკრორაიონში მცხოვრებმა ზაურ ბარბაქაძემ
ჩვენთან საუბარში ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება: “წყლის საკითხი გვაწუხებს ძალიან. არჩევნებამდე კარგად გვქონდა წყალი, რაც მრიცხველები
დაგვიდგეს, მდგომარეობა გაუარესდა. ხანდახან მრიცხველების მიხედვით გვახდევინებენ, ხანდახან სულადობის მიხედვით და ამით ვართ უკმაყოფილო.“
ჩვენს კითხვაზე ელის თუ არა 27 აპრილის არჩევნების შემდეგ
სიტუაციის გამოსწორებას, ზაურ ბარბაქაძემ გვიპასუხა: “რა თქმა უნდა ველი, იმიტომ რომ ბევრი რამე გამოსწორდა. ბევრ რამეში კმაყოფილები ვართ. პენსია მოემატა, შუქის გადასახადს დააკლდა,
წიგნები იქნება უფასოდ და ასე შემდეგ. ერთდროულად ყველაფერი არ გაკეთდება“.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას განუცხადა,
რომ 27 აპრილამდე, 10-დან 12- საათამდე, დადიანის 134- ნომერში მიღების საათები აქვს და პრობლემების მოსასმენად მათ იქაც ელოდება.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0