x
image
Soffia
ვანო მერაბიშვილი ქართული პოლიციის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

imageდღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ქართული პოლიციის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა თავის სოციალურ ქსელზე. უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ განცხადებას: "მე ვამაყობ, რომ გარკვეული წვლილი მიმიძღვის ახალი ქართული პოლიციის შექმნაში, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში საამაყოდ იქცა ჩვენი ქვეყნისთვის და სამაგალითოდ ჩვენი მეზობლებისთვის. სამწუხაროდ უკანასკნელ თვეების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დაკომპლექტება ძირითადად მოხდა ნაცნობობის, პირადი ლოიალობის და ნათესაობის ნიშნით. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ პოლიცია უნდა დარჩეს აპოლიტიკურ ორგანიზაციად, ემსახუროს მოსახლეობას და შეინარჩუნოს ის წარმატებები რომლებსაც მან რეფორმის შედეგად მიაღწია.
მოვუწოდებ სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, თავი დაანებოს პოლიციაში „კუდიანებზე ნადირობას“ და ნაცვლად ამისა გადაერთონ კრიმინალთან ბრძოლაზე და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე. მე იმდენად მიყვარს ქართული პოლიცია, რომ უბრალოდ არ ვაკადრებ მას პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვას".

0
57
4-ს მოსწონს
5-ს არა
ავტორი:Soffia
Soffia
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0