x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134370
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
"მხეცის ნიშანი-666"



გამარჯობათ, დღეს მე მინდა ვისაუბრო მეტად აქტუალურ თემაზე რომელიც ჩემი აზრით, ბევრ ჩვენგანს აინტერებს.


დაახლოებით ერთი კვირის წინ დავინტერესდი თუ რას შეიძლება ნიშნავდეს "მხეცის ნიშანი" ან რატომ მაინც და მაინც ციფრი"666??". მოგეხსენებათ, ინტერნეტის საშუალებით უკვე ყველა ინფორმაციის მოძებნა, წაკითხვა და ამოწერაა შესაძლებელი, მეც თავდპირველად ამ ხერხს მივმართე და ცოტათი დამეხმარა კიდეც, პირველი ინფორმაცია ციფრ 666-ს შესახებ ამოვიკითხე ინგლისურ ვიკიპედიაში, სადაც ეწერა ასეთი რამ: "რიცხვი 666 ბიბლიაში მოხსენიებული არის როგორც ადამიანის რიცხვი რომელიც ასოცირდება მხეცთან." ალბათ თქვენც დაგაინტერესათ რატომ უნდა ასოცირდებოდეს ეს რიცხვი მხეცთან? ამ კითხვაზე პასუხს კი ერთი არც თუ ისე ცნობილი ისტორია გაცემს პასუხს:“ აქ არის სიბრძნე, ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი." (გამოცხ.17, 9) ეს არის მუხლი წიგნიდან "გამოცხადება" რომელიც ერთ-ერთია ახალი აღთქმის წიგნებიდან. გამოცხადება იოანემ მიიღო კუნძულ პატმოსზე, (გამოცხ.1, 9). რომელსაც იმ დროს ყველაზე საშიშ კუნძულად ითვლებოდა და მასთან მიახლოებაც კი შიშის ზარს ცემდა მოსახლეობას. იოანეს მისჯილი ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლის ამ კუნძულზე გატარება. ისტორიული თვალსაზრისით ამ დროს რომის იპერატორი იყო ცეზარ ნერონი, რომელსაც სასტიკად სძულდა ქრისტიანები და ქრისტეს მოძღვრება. ლინგვისტიკური თვალსაზრისით ყველა ენაში ასოების შესაბამისი რიცხვები არსებობს. ბერძნული და ებრაული ენები ის ენებია რომლებზეც იწერებოდა ბიბლია. თუ ჩვენ ამ ენებზე გავშიფრავთ სიტყვას “ცეზარ ნერონი“ მივიღებთ რიცხვს – 666


image



და ვინაიდან იმ პერიოდში იყო ცეზარ ნერონი იოანე ვერ დაწერდა ამ წიგნში მის სახელს, არამედ მისი სახელი მოაქცია რიცხვში – 666. ამიტომ დაწერა მან – “ვისაც გონება აქვს გამოთვალოს მხეცის რიცხვი.” და რადგან ეს ადამიანი ცეზარ ნერონია, გამოდის ის რომ ნერონი მხეცია ანუ – ანტიქრისტე.


მეორე თვალსაზრისით ძველ ებრაულ წყაროებზე დაყრდნობით ციფრი
666 ბარაქის და სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა. დღესდღეობით კი მასონებით ამით მანიპულირებასა და სიმართლის დამალვას ცდილობენ.
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია შტრიხ კოდი... image
ამ კოდზე ყველა სვეტს ქვემოთ მიწერილი აქვს შესაბამისი ციფრები, თუმცა არის 3 სვეტი, რომლებსაც მუდმივი ციფრი ადევს და მათი შეცვლა შეუძლებელია. ესენია თავში, შუაში და ბოლოში განთავსებული ორი მოგრძო სვეტი. რას ნიშნავს ეს 3 სვეტი?? და რა ციფრი შეიძლება იყოს ეს?? დააკვირდით! შუა მოგრძო სვეტის გვერდით წერია ციფრი 6, ხოლო მის თავზე ზუსტად იგივე ორ ხაზიანი სვეტია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ყველა სვეტს თავისი ციფრი მიესადაგება, ეს სამი დაუნომრავი სვეტი კი გახლავთ 666.image ასევე შტრიხ კოდის მეორე სახეც არსებობს, მაგრამ ნაკლებად გავრცელებული imageაქაც იგივენაირად, არის არეული შავ-თეთრი "ფიგურები"-შეიძლება ასეც დავარქვათ, მაგრამ უცვლელია მხოლოდ სამ კუთხეში განთავსებული კვადრატი. რატომ მაინც და მაინც სამ კუთხეში და რა დააშავა მეოთხე კუთხემ? პასუხი ძალიან მარტივია: ეს კვადრატი შეესაბამება ციფრ 6-ს, სამი კუთხეში ჩაწერილი კი გვაძლევს 666. მეოთხე აქ ნამდვილად ზედმეტი იქნებოდა..


მოდი კიდევ ერთ საინტერესო ინფორაციას გეტყვით. ალბათ ბევრმა არ იცის ან არ დაკვირვებია თითების ასეთ წყობას. image ალბათ უკვე შეამჩნიეთ, თითების ასეთი წყობით ღებულობთ სამ 6-იანს. image


მოკლედ ეს ციფრი, ეგრეთ წოდებული "მხეცის ნიშანი, " ფართოდ გავრცელებულია მსოფლიოში, მათ არამარტო ეკრანზე, ასევე მაისურის, შარვალის და სხვა ტანსაცმლის ეტიკეტებზეც ნახავთ. ხშირია სათამაშოების ამ ციფრებით დანომვრის ფაქტებიც. შეიძლება ამ სტატიის შემდეგ, ვინმემ "ერეტიკოსადაც" შემრაცხოს მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვითომდა უწყინარი ციფრი ფართოდაა გავრცელებული დღევანდელ ცხოვრებაში.

image image


image image

image image

image image










5
1306
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
1306
  
2013, 19 ივლისი, 21:54
ასე უფრო გაგიჯდებით ხალხო ასეთ რამეებს რომ აქცევთ ყურადღებას :D კაი ვთქვათ ჩემს რამეზე აწერია ეს ციფრი, თავში მეხი დამეცემა თუ ჯოჯოხეთსი მოვხვდები? ნუ გამოისულელებთ თავებს, ცოტა იაზროვნეთ, უფროსწორად ბევრი იაზროვნეთ ჯობია ;)
2013, 15 აპრილი, 18:07
:)))))))))))))))))))))))
ბუნებრივია
მე ჩემი აზრი გამოვთქვი,მადლობა რჩევისათვის
2013, 15 აპრილი, 17:14
თქვენი ნებაა დაეთანხმებით თუ არა, მე ვერავის დავაძალებ ვერაფერს, უბრალოდ შეგიძლიათ სხვაგანაც გადაამოწმოთ ეს ფაქტები, რა თქმა უნდა თუ დაინტერესედებით : ))
2013, 15 აპრილი, 16:39
ar vetanxmebi magram sakmaod sainteresoa yvelaperi..
2013, 15 აპრილი, 14:18
ბევრი გიშრომია თუმცა არცერთ მოსაზრებას არ ვეთანხმები
0 1 5