x
image
მაიაცხვედიაშვილი
პუგაჩოვას და გალკინს ქალიშვილი ეყოლებათ?!

imageყველასთვის ცნობილია, რომ ალა პუგაჩოვას ქალიშვილს გოგონა შეეძინა.მაგრამ ის, რომ ალამ მას შვილიშვილის ნივთების შენახვა სთხოვა, ბევრმა არ იცის...ჟურნალისტების დაჟინებულ კითხვებს, თუ რაში სჭირდება პრიმადონას პატარა გოგონას ნივთები, მომღერალი დამაფიქრებელი ღიმილით პასუხობს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და მას ეს ნივთები აუცილებლად გამოადგება.


იმაში, რომ ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინს გოგონა შეეძინებათ, დარწმუნებული არიან ყველაზე ცნობილი ექსტრასენსები.მოხსენ ნორუზი ამტკიცებს, რომ წყვილს ეყოლება წითურთმიანი გოგონა და ეს უახლოეს მომავალში, ექვს თვეში მოხდება.მეორე ექსტრასენსი, ამირ მუნავარი კი დარწმუნებულია, რომ ალა პუგაჩოვას დიდი პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ და ამის გამო მას კოლოსალური თანხა დაეხარჯება...


კიდევ ერთი გამოცდილი ექსტრასენსი, დარია მირონოვა კი თვლის, რომ ალა კიდევ დიდხანს იცოცხლებს და თვითონვე გაზრდის ქალიშვილს სხვების დაუხმარებლად.დარია ასევე ამტკიცებს, რომ ალას სუროგატი დედაც კი არ დასჭირდება და თვითონვე შეძლებს ბავშვის გაჩენას...


რამდენად სანდოა ექსტრასენსების ვარაუდები და დასკვნები, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ.მე კი ნამდვილად ეჭვი მეპარება, რომ ალას ორგანიზმს აწი ბავშვის გამოზრდა შეეძლოს.პრინციპში შეუძლებლადაც კი მიმაჩნია...


1
855
10-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
855
  
2013, 14 აპრილი, 15:05
აუუ ერთი ამათაც ასხიათ რააა :@ :@ რა აქვს ამისთანა ამ პუგაჩოვას :D :D
0 1 1