x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
3550 წლის წინ დამარხული ბიჭის ცხედარი
Stonehengeსტოუნჰენჯის (Stonehenge - პრეისტორიული მონუმენტი ინგლისში) ახლოს აღმოაჩინეს ნამარხი, რომელიც 3500 წლისაა და ხმელთაშუა ზღვის მკვიდრ ახალგაზრდას ეკუთვნის.

ქიმიური ანალიზის შედეგად, რომელიც ადამიანის კბილის ემალის გამოკვლევას გულისხმობდა, დადგინდა, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი სტოუნჰენჯის ახლოს დაკრძალეს 3550 წლის წინ. ამ ანალიზმა კიდევ აჩვენა ის, რომ ეს მამაკაცი გაზრდილი იყო ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის უკვე მეორე უცხოელის ნეშტი ამ ტერიტორიაზე.


"ბიჭის კუთვნილი ქარვის ყელსაბამი" აღმოაჩინეს 2005 წელს სტოუნჰენჯიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 5 კილომეტრის მოშორებით. ბიჭის ყორღანის ახლოს აღმოჩენილი ნაშტები მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანას.


ქარვის მძივის ნარჩენები



"სტოუნჰენჯის ახლოს მდებარე სამარხის გამოკვლევის შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყელსაბამი ეკუთვნოდა 14-15 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდა." - განაცხადა ბრიტანეთის გეოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსმა არქეოლოგმა Jane Evans-მა.

"ქარვის ყელსაბამი არ არის საფლავების ხშირი ატრიბუტი" - განაცხადა Andrew Fitzpatrick-მა (ორგანიზაციის - Wessex archaeology-ის წარმომადგენელი) და დაეთანხმა Jane Evans-ის მოსაზრებას.


კბილის ემალი ფორმირდება ადამიანის სიცოცხლის პირველივე წლებში. ამიტომ კბილების აგებულების სხვადასხვა კომბინაცია არსებობს. დამოკიდებულია ჟანგბადის იზოტოპებზე, საკვების ნაირსახეობაზე და განსაკუთრებით წყალზე. თბილ კლიმატურ სარტყელში არსებული წყალი შეიცავს მძიმე ჟანგბადს (18O), შედარებით მცირე (16O). სტრონციუმის იზოტოპების რაოდენობა მერყეობს 86Sr-დან 87Sr-მდე და დამოკიდებულია გეოლოგიურ თავისებურებებზე.


როგორც წეღან აღვნიშნე, ეს არის მეორე უცხოელის ნეშტი ამ ტერიტორიაზე. პირველი ნეშტის პატრონი ცნობილია "Лучник из Эймсбери" სახელით. მისი გარდაცვალების თარიღად 4300 წელი სახელდება. იგი სპილენძის ან ადრეული ბრინჯაოს ხანის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მის საფლავში აღმოაჩინეს ადრეული ოქროს და სპილენძის ნაკეთობები. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ადგილას ლითონის ინდუსტრიის საკმაოდ დიდი კერა უნდა ყოფილიყო. ამ ადამიანის კბილის ემალის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მან ბავშვობა გერმანიის მაღალმთიან ალპურ ზონაში გაატარა.


ბიჭის ფოტო (ბრიტანელი არქეოლოგების ფოტო)


სტოუნჰენჯის სიახლოვეს ადამიანის ნეშტის აღმოჩენა და ზოგადად ამ ტერიტორიაზე ადამიანის გამოჩენა ადვილად აიხსნა იმით, რომ ბრინჯაოს ხანის დასაწყისში ევროპაში აქტიურად ხდებოდა მიგრაცია (ადამიანების მიგრაციას თან სდევდა კულტურის, იდეების გავრცელებაც). მაგრამ გასაოცარი ის ფაქტია, რომ "ქარვის ყელსაბამის პატრონის" ცხოვრების პერიოდში ბრიტანეთში არ ხდებოდა მიგრაცია. მეტნაკლებად სარწმუნო ახსნაა, თუ მეცნიერებს დავუჯერებთ, რომ სტოუნჰენჯი ცნობილი იყო მთელს ევროპაში და ბიჭი ხმელთაშუა ზღვიდან მაღალი რანგის მომლოცველების ჯგუფთან ერთად იყო ჩამოსული.


StonehengeStonehenge

Stonehenge




3
245
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
245
  
2013, 12 აპრილი, 20:02
მგონი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი სხვა ქვეყანაში უცხოელია :) ყოველ შემთხვევაში ჩემს ბავშვობაში ასე იყო :)
2013, 12 აპრილი, 11:34
ანუ უცხოელში რა იგულისხმე__ გერმანელი როგორ მოხვდა ინგლისში?
2013, 12 აპრილი, 9:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3