x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83750
  • ვიდეო:334510
  • სურათი:441832
ერიკ კლეპტონი
image

ერიკ პატრიკ კლეპტონი დაიბადა 1945 წლის 30 მარტს, ინგლისში. იგი 16 წლის პატრისია მოლი კლეპტონისა და 25 წლის კანადელი სამხედრო მოსამსახურის, ედვარდ ვოლტერის უკანონო შვილია. სანამ ერიკი დაიბადებოდა მამამისი კანადაში დაბრუნდა თავის ცოლთან, ხოლო ერიკი ბებიამ და ბაბუამ საიდუმლოდ იშვილეს და მას დიდხანს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები, ხოლო დედამისი - მისი და. ერიკის დედა მალე გათხოვდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად. შვილი კი ბებიასთან დატოვა ინგლისში.

ოჯახური საიდუმლო კლეპტონს ბებია-დედამ მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა ბიჭს 9 წელი შეუსრულდა. ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი მისი მომავალი ცხოვრება.

მეცამეტე დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკური გიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუძნელდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდა და ცდილობდა სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა. მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა. ესენი იყვნენ: ბი.ბი კინგი, ბადი გაი, მადი ვოთერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გამორიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ იარდბერდსს.

image

ერიკ კლეპტონის კუთვნილი ყველა გიტარა ისეთივე ღირსშესანიშნავი იყო, როგორც მათი პატრონი. კარიერის დასაწყისში კლეპტონი უკრავდა როგორც გიბსონის, ისე ფენდერის გიტარებზე, მაგრამ 1965 წელს ექსკლუზიურად დაიწყო გიბსონზე დაკვრა, როცა იყიდა 1960 წლის გიბსონის Les Paul Standard მოდელი, რომელიც მან გამოიყენა 1966 წლის ჯონ მეიოლთან და Bluesbreakers-თან ერთად ჩაწერილ ალბომში.

იმ პერიოდში როდესაც კლეპტონი უკრავდა Cream-ში, მისი ძვირფასი 1960 წლის Les Paul Standard მოიპარეს, მიუხედავად ამისა კლეპტონმა გააგრძელა გიბსონის გიტარებზე დაკვრა Cream-შიც და Blind Faith-შიც. (მოდელები: Les Paul; Firebird; ES-335)

მისი ყველაზე ცნობილი გიტარა იმ პერიოდში იყო 1964 წლის გიბსონის SG. იგი გამოირჩეოდა აღსანიშნავი გარეგნობით. 1967 წელს, Cream-ის ამერიკულ გასტროლებამდე, კლეპტონის SG, ბრუსის Fender VI და ბეიკერის დასარტყამი ინსტრუმენტი გადაღებეს თვალში მოსახვედრი დიზაინით.

1999 წელს, კლეპტონმა თავისი გიტარების კოლექციის რამდენიმე ნიმუში აუქციონზე გაიტანა. ამით მან 5 მლნ დოლარით გაზარდა მის მიერ 1997 წელს დაარსებული Crossroads Centre-ის შემოსავალი. Crossroads Centre ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის შექმნილი სარეაბილიტაციო კლინიკა. 2004 წელს კლეპტონმა ორგანიზება გაუკეთა Crossroad-ის სახელობის გიტარის ფესტივალს, სადაც თავადაც მიიღო მონაწილეობა.

2004 წლის 24 ივნისს, კრისტის აუქციონზე მეორედ გაიტანეს ერიკ კლეპტონის ცნობილი გიტარები, გარდა ამისა, აქ გამოტანილი იყო კლეპტონისთვის მეგობრების მიერ ნაჩუქარი ეგზემპლიარები. აუქციონიდან მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა $7, 438, 624.

1
68
3-ს მოსწონს
ავტორი:xatuna
xatuna
68
  
0 1 1