x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ შევქმნათ "სტიკერები" საკუთარი ხელით
imageმართალია დღეს-დღეობით დასაწებებელი სტიკერების ფართო არჩევანია, მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს ალბათ მაინც მოეწონება იდეა, რომ თვითონვე შექმნას ისინი. მით უმეტეს რომ ამის გაკეთება ძალიან მარტივია. იმისათვის რომ საკუთარი ხელით გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული "სტიკერი" დაგჭირდებათ შემდეგი მასალები: ნებისმიერი გამოსახულება, რაც გინდათ რომ "სტიკერად" ვაქციოთ, ოდნავ სქელი ფურცელი, ორმაგი "სკოჩი" და გაჭვირვალე ლაქი.

დავიწყოთ იმით, რომ შევარჩიოთ ან შევქმნათ სასურველი ნახატი. ამ შემთხვევაში, მაგალითისთვის ავიღოთ "გუგლის" ლოგო.image

ამოვბეჭდოთ და ფანქრით შემოვხაზოთ მისი კონტური.

image


ფრთხილად და რაც შეიძლება ზუსტად ამოვჭრათ სურათი.

image

დავიტანოთ მასზე გამჭვირვალე ლაქი.

image

შემდეგ გავაშროთ და უკანა მხრიდან მივაწებოთ ორმაგი "სკოჩი".

image

შემოვაჭრათ ზედმეტი ნაწილები და თუ ყველაფერი ზედმიწევნით სწორედ შეასრულეთ, მაშინ შედეგი უნდა მიიღოთ ასეთი...

image

0
625
5-ს მოსწონს
ავტორი:Soffia
Soffia
625
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0