x
მეტი
  • 18.06.2019
  • სტატია:91293
  • ვიდეო:340871
  • სურათი:453234
ჰერკულესის კატლეტი - გემრიელი სამარხვო კერძი

image

ამჯერად ფოტოების და ფოტოებზე მიწერილი მენიუსაგან განსხვავებით შემოგთავაზებთ საკმაოდ გემრიელი და ნოყიერი კერძის რეცეპტს, რომელიც ბებიამ მასწავლა სულ რამდენიმე დღის წინ. მარხვაა და საკმაოდ აქტუალურია სამარხვო კერძები და მათი რეცეპტები. ამიტომ შემოგთავაზებთ სამარხვო კატლეტს, რომელიც ჰერკულესისგან საკმაოდ იოლად მზადდება.

მაშ ასე:

imageავიღოთ ჰერკულესი, ჩავყაროთ ღრმა თეფშში, დავასხათ მდუღარე წყალი (ისე რომ დავფაროთ გერკულესი) და დავაფაროთ.

დაველოდოთ მის გაციებას. გაციებული გერკულესის ფაფა შევაზავოთ ცოცხალი ქინძით და ოხრახუშით. აზელილ მასას დავუმატოთ მოდაღული ხახვი, მარილი და შავი წიწაკა (ეს ყველაფერი შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ).

მიღებული მასა შეგიძლიათ სველი ხელით მაღალ ცეცხლზე, ცოტა ცხიმში შეწვათ.

P.S. თუ კატლეტი დაიშლება (რაც წესით არ უნდა მოხდეს), შეგიძლიათ პურის ფქვილში ამოავლოთ და ისე დადოთ ტაფაზე.

შემწვარი კატლეტი ასე გამოიყურება:



გემრიელად მიირთვით!

1
1552
14-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
1552
  
2013, 10 აპრილი, 19:22
გემრიელად გამოიყურება.
0 1 1