x
image
კატაპულტი
10 ყველაზე სასაცილო და უცნაური ფობია
imageმსოფლიოში მრავალი ადამიანი იტანჯება სხვადასხვა ფობიებით, ზოგიერთი მათგანისათვის შიში შეიძლება პანიკური და ფატალური შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.ფობიების საერთო რიცხვი 600-ზე მეტია, თუმცა მათგან რამდენიმე ნამდვილად ღიმილის მომგვრელი და უცნაურია.აი, ათი მათგანი:




1.ურანოფობია, ანუ ცის შიში - ამ ფობიის მქონეებს არ შეუძლიათ ცაში ახედვა.ისინი ძირითადად სახლში იმყოფებიან და ფანჯარაში გახედვაც კი შიშისმომგვრელია მათთვის.


2.პართენოფობია, ანუ ახალგაზრდა ქალბატონებისა და გოგონების მიმართ შიში - ამ ფობიის მქონენი დალაპარაკებასაც კი ვერ ახერხებენ ახალგაზრდა სუსტ სქესთან, იმდენად ეშინიათ მათი.


3.ალიუმფობია, ნივრის შიში - ალიუმფობიკები სულაც არ არიან ვამპირები, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც ნივრის შიში აქვთ, როგორც მისი სუნის, ასევე დანახვისაც.



4.ჩეტოფობია, ანუ თმების შიში - ადამიანი დღეში 60-დან 100-მდე თმის ღერს კარგავს და მათი დანახვა ზოგიერთ ადამიანს წარმოუდგენელ შიშს ჰგვრის.აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობენ პელადოფობიკები, რომელთაც მელოტი ადამიანების დანახვა ჰგვრით შიშს.


5.კლინოფობია, ანუ საწოლში დაწოლის შიში - ამ ფობიით დაავადებულები, რაც არ უნდა დაღლილები იყვნენ ისინი, საწოლში შიშის გამო ვერ წვებიან.


6.აპოტემნოფობია, ანუ ადამიანთა შიში, რომელთაც ამპუტირებული აქვთ სხეულის რომელიმე ნაწილი.


7.აულოფობია, ანუ ფლეიტის შიში - ფლეიტა სრულიად უწყინარი მუსიკალური ინსტრუმენტია, თუმცა ზოგიერთს მისი ძალიან ეშინია, როგორც მოსმენით, ასევე დანახვითა და ხელის შეხებით.


8.გენიოფობია, ანუ ნიკაპის შიში - ამ ფობიით დაავადებულებს ეშინიათ გრძელი ნიკაპის.


9.დალიოფობია, ანუ გრძელი სიტყვების შიში - ამ ფობიის მქონეებს მით უფრო მძაფრი შიში აქვთ, რაც გრძელია სიტყვა.


10.პანოფობია, ანუ ყველაფრის შიში - ესაა ყველაზე საშინელი ფობია, რომლითაც ადამიანი გამუდმებით იტანჯება.

0
333
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
333
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0