x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სახლის სახურავიდან დანახული Ufo ფერს იცვლის

ufo  ფერებს იცვლის....90 თიან წლებში სახლის სახურავზე საჭიროების გამო ყველა დიაპაზონის სტანდარტული ანტენები მქონდა აპერიოდული თუ რეზონანსული 2 quad - gp 10 m- delta loop - long vire ... ultra sw gp 144 mhz dა სხვა ... გაზაფხულის ქარებმა სუფ სარქისს რომ ეძახიან 7 mhz 10 მეტრიანი ground plane დამიზიანეს ის ტელეკოპური ტიპისა გახლდათ – სამხედრო ტაკელაჟის კომპლექტიდან - მიუხედავად ქარისა მისი კაპრონის თოკების შეცვლა მომიხდა, შემდეგ ვერტიკალში გავასწორე - ცა ლურჯი იყო დაახლოებით შუა დღე - ზემოთ შტირის გვერდით მარჯვნივ დაახლოვებით იმ სიმაღლეზე რეაქტიული თვითმფრინავები თეთრ ზოლებს რომ ტოვებენ ხოლმე რძისფერი მოგრძო ბურთი შევნიშნე- ვიფიქრე მეტეო-ზონდია და ვაკვირდებოდი ქარი სად წაიღებდა, მაგრამ ის ადრე ნანახ ამინდის ზონდებისაგან რატომღაც განსხვავდებოდა . ის როგორც იტყვიან ლიცლიცებდა ხან ყვითელი ფერი ხან კი მომწვანო ფერი დაჰკრავდა ადგილს მცირე მანძილით იცვლიდა, იმდროისათვის მე საერთოდ არაფერი არ ვიცოდი არც ანომალური და არც ufo ფენომენის შესახებ - მახსოვს რატომღაც ავღელდი - სახლში ჩასვლის დროს თითიც კი გავიჭერი ისევ სწაფად ავედი სახურავზე და მონოკლიორით იმ ადგილს გავხედე ცაში - ბურთი იქ უკვე აღარ ეკიდა, თავს ვეკითხებოდი ხომ არ მომეჩვენა მეთქი სახლში დავბრუნდი და შემდეგ უიმედოდ ბალკონიდანაც გავხედე ის ცის ნაწილი ნახევრად ჩანდა სახურავი ეფარებოდა, და აქეთ მოშორებით შევნიშნე - ფერი უკვე ვარდისფერი ჰქონდა და უკვე საკმაოდ სწრაფად მიფრინავდა სანამ სახლის სახურავს არ მიეფარა, შემდეგ რამდენიმე 8–10 წლის მერე ტელევიზორში ვნახე ავტო მანქანიდან გადმოსული იაპონელი რომელიც იგივეს უფრო ახლოდან აკვირდებოდა, მე არც მაშინ დავინტერესებულვარ, ამ მოვლენით – რადიო მოყვარულები უფრო პრაგმატულები ვართ და ფანტაზიორებს ვერ ვიტანთ – ინტერნეტის დანერგვამ და ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალურმა განვითარებამ ამ საკითხზე მხოლოდ როსუელის ინციდენტმა შემაცვლევინა...

0
32
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურაბანდ
ზურაბანდ
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0