x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნაპოვნია ადამიანის თავის ზომის მეცნიერებისათვის უცნობი ობობა!!!

ტარანტულის ახალი სახეობა ნაპოვნია შრი-ლანკას ჩრდილოეთ ნაწილში. ეს ობობა გვანცვიფრებს თავისი უზარმაზარი ზომებით. ახალი სახეობის ტარანტულები ადამიანის სახის ზომისაა. image

10 სანტიმეტრის სიგრძის ფეხების მქონე ობობას ძებნა 2009 წლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც ნაპოვნი იქნა ამ სახეობის მკვდარი ობობა. ის ცნობილია Poecilotheria rajaei-ის სახელით. ახალმა სახეობამ სახელი იმ პოლიციელის საპატივცემულოდ მიიღო, რომელიც თან ახლდა ექსპედიციას.

მეცნიერები მაშინვე მიხვდნენ, რომ ნაპოვნი მკვდარი ეკზემპლარი არ ჰგავდა სხვა ტარანტულებს და გადაწყვიტეს რაც არ უნდა დაჯდომოდათ ენახათ ამ სახეობის ცოცხალი ობობა. ისინი ფართომასშტაბიან სამძებრო ოპერაციებს აწარმოებდნენ შრი-ლანკას ტყეებში და ბოლოს იღბალმაც გაუღიმათ. მევნიერებმა Biodiversity Education and Research-დან იპოვეს დედალი და რამოდენიმე ბარტყი.image

მიუხედავად დიდი სიხარულისა მკვლევარების კოლეგები თვლიან, რომ საჭიროა ჩატარდეს დნმ-ის კვლევა რომ დადგინდეს ნამდვილად ახალ სახეობასთან გვაქვს საქმე თუ არა.

0
92
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0