x
image
ვიზა კოხაძე
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 9 აპრილის ტრაგედიის გმირები
imageხვალ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 24 წელი შესრულდება, რომელიც ქართველი ერის მწარე ტკივილი და მწარე რეალობაა.1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ მოწყობილ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსრანტების დარბევაში, რომლის შედეგად დაიღუპა 21 მშვიდობიანი მომიტინგე, ასობით ადამიანი კი დაიჭრა, მოიწამლა ან დასახიჩრდა, არასოდეს დაავიწყდება ქართველ ერს.

imageimage დამოუკიდებლობის მოთხოვნით ანტისაბჭოთა მოძრაობა 1988 წლიდან გააქტიურდა, რაც ყოველდღიური გაფიცვებითა და მიტინგებით გამოიხატებოდა.კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და imageimage
image
ქართველ ნაციონალისტებს შორის მაშინ გამწვავდა, როდესაც 1989 წლის 18 მარტს "ლიხნის ასამბლეა" ჩატარდა და რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921 - 1931 წლების რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა
მოითხოვა.
image

image
imageსაპასუხოდ კი ანტისაბჭოთა ჯგუფებმა ქვეყნის მასშტაბით არასანქცირებული საპროტესტო აქციების სერია მოაწყვეს და საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 4 აპრილს, როცა ათეულ ათასობით ქართველი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა და შიმშილობა დაიწყო მხოლოდ ერთი მოთხოვნით: დაესაჯათ აფხაზი სეპარატისტები და აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა.

მთავრობამ კონტროლი დაკარგა image
სიტუაციაზე და სსრკ-ის imageimage




imageხელმძღვანელობას დახმარება თხოვა წესრიგის აღსადგენად, მაგრამ...


მაგრამ, მოხდა ის, imageრაც
მოხდა?!...მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მსოფლიო, შეძრა თითოეული ჩვენთაგანის სული.ეს იყო, არის და იქნება ისტორია, რომელიც თაობებს გადაეცემა. 9 აპრილს დაღუპული გმირები მუდამ იქნებინ ჩვენი მომავალი საქართველოს ნათელი სახეები.ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, უფალს ვავედროთ მათი სპეტაკი სულები.


imageimage












6
761
28-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
761
  
2013, 9 აპრილი, 1:36
როგორ გამომრჩა შალვა ქვასროლიაშვილის ფოტო.მაპატიოს უფალმა ჩვენი ეროვნული გმირის სტატიის მიღმა დარჩენა და ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.
2013, 9 აპრილი, 1:35
ამინ.....
2013, 9 აპრილი, 1:34
პატარა ვიყავი, მაგრამ გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ და რა ემოციით ვუყურებდი ტელევიზორს. მაშინ მივხვდი რომ ომი მარტო ისტორია არ იყო.....
2013, 9 აპრილი, 1:18
დე, სულ ნათელში იყოს მათი სულები!
0 1 6