x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ვინ არის "რა? სად? როდისში?" მკერდმოშიშვლებული გოგონა

imageრამდენიმე კვირაა მითქმა-მითქმა არ წყდება გადამეცა "რა? სად? როდის?"
- ში შიშიველი გოგონა გამოჩნდაო. ეს "მკერდმოშიშვლებული გოგონა", ნახევრად გადაპარსული ვარდისფერით თმით მოაზროვნე თამთა ჭალიძეა.
როგორც გავარკვიეთ, მას ბავშვობიდან გამორჩეულად და ექსტრავაგანტულად ჩაცმა ჰყვარებია. თამთამ ისიც გვითხრა არ ვიცოდი "რა? სად? როდისში?" ჩაცმულ კაბას ასეთი აჟიოტაჟი თუ მოყვებოდაო.

"22 წლის ვარ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ერთი პერიოდი ვმუშაობდი ახლა კი აღარ ვმუშაობ და მაგისტრატურაში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის ვემზადები.
2008 წელს ჩემმა კურსელმა და მეგობარმა მიმიყვანა "რა? სად? როდის?" თამაშზე. ამ დღემ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ მეც ჩავერთე. ძალიან აზარტული ვარ, დღემდე არც ერთ თამაშს არ ვაცდენ ხოლმე. ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. აქ ყველაზე საუკეთესო გზაა, გამოავლინო საკუთარი ცოდნა და მიიღო ახალი ინფორმაციები. ჩემზე ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს და ჯერ არ დავმჯდარვარ სარკისებრ მაგიდასთან. ამჟამად სუპერლიგაში ვთამაშობ. სატელევიზიო გადაცემების ჩაწერას კი მხოლოდ ვესწრები. მეგობრებს ვგულშემატკივრობ.
ინტელექტუალურ კლუბში ჩემი გარეგნობა სხვებისაგან განსხვავდება. ხშირად ვიცვლი ხოლმე როგორც ვარცხნილობას, ასევე სტილსაც. ამ ბოლო დროს თმის ფერი ძალიან ხშირად შევიცვალე. გუშინ კი (ინტერვიუ ჩაწერილია 1 აპრილს) თმა საერთოდ გადავიპარსე.
– ბავშვობიდან განსხვავებული გემოვნება გქონდა, თუ ახლა შეგეცვალა?
– ბავშვობაში იმდენად არა. ყოელთვის სპორტულ სტილს ვანიჭებდი უპირატესობას. მიყვარდა მოკლე შორტები და კედები. სტუდენტობის საწყის ეტაპზე კი "პანკობის" პერიოდიც მქონდა.
– ალბათ პირსინგები და სვირინგები ბლომად გაქვს.
– თქვენ წარმოიდგინეთ პირსინგები არ მაქვს. ყურებიც კი გვიან, 14 წლის ასაკში გავიხვრიტე. ცოტა მეშინოდა და ალბათ მაგიტომ. სურვილი მაქვს, რომ გავიკეთო, ალბათ ოდესმე ამიხდება. ტატუები ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით ორი მაქვს. კიდევ რამოდენიმეს გაკეთებას ვაპირებ.
– შენი მშობლებისთვის არასდროს ყოფილა მიუღებელი შენი განსხვავებული გარეგნობა?
– ჩემს ოჯახში ამ თემის გამო პრობლემა არასდროს ყოფილა. ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ვცეკვავდი, ვცურავდი. ეს იყო მათთვის მნიშვნელოვანი და არა ის, თუ რა ფერის თმა მექნებოდა.
ქუჩაში თვალის გამოყოლებები კი ჩვეულებრივი ამბავია. აპარსული თავის გამო ჩემი გუნდის კაპიტანი ჯარის ძმაკაცს მეძახდა. ჩემი გარეგნობის გამო მძაფრი რეაქცია არასდროს არავის ჰქონია გადაცემის `რა? სად? როდის?~ გასვლამდე.
– "რა? სად? როდის?" გასვლის შემდეგ ყველა შენზე ლაპარაკობდა. როგორც წესი მოაზროვნეებსა და დამსწრე საზოგადოებას მკაცრი სამოსი აცვია ხოლმე, შენ კი რამოდენიმე გადაცემაში მკერდი გიჩანდა. ხალხს ვერ გაერკვია ვინ იყავი.
– დიახ. რამოდენიმე დღე სხვა საჭორაო თემა მგონი არ ყოფილა. ინტერნეტი ჩემი სურათებით იყო გადაჭრელებული. გულწრფელად გეტყვით, რომ უკვე შევწუხდი ამაზე ლაპარაკით.
არ ვთვლი, რომ იმ კაბას ასეთი აჟიოტაჟის ასატეხი რაიმე სჭირდა. შეიძლება ვიღაცა თვლის, რომ იმ გარემოსთან სადაც ის კაბა მეცვა შეუთავსებელი იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან ლამაზი კაბაა. დავინახე თუ არა მომეწონა და მაშინვე ვიყიდე. თანაც მგონია, რომ მიხდება. მათ კი ვინც ჩემმა ამ ჩაცმულობამ გააღიზიანა მინდა ვუთხრა გადაცემის ყურებისას მოაზროვნეებზე გადაერთონ, კითხვების გამოცნობა სცადონ. ჩემი აზრით ამ შოუში მთავარი ინტელექტია და ხალხი ვიღაცის დეკოლტეს ვერც კი უნდა ამჩნევდეს.
თამაშებს, რომ ვუყურებდი ხოლმე იმდენად კონცენტრირებული ვიყავი მოთამაშეებზე, უკან მდგომი ხალხი არც შემიმჩნევია. თანაც ჩემთვის და ჩემი გარშემომყოფთათვის სულაც არაა ეს კაბა თამამი. მაგრამ ამის შემდეგ მეცოდინება, როგორ უნდა ჩავიცვა (იცინის)
– თმაც ძალიან ექსტრავაგანტულად გქონდა. ვარდისფრად შერებილი და ნახევრად გადაპარსული. . .
– თავის გადაპარსვა ჩემი მეგობრის იდეა იყო, რომელიც ძალიან მომეწონა. თმის ფერი ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიცვალე, რა გითხრათ. ძალიან მიყვარს ლურჯი ფერი. ამ ფერის კი არასდროს მქონია. რომ გამეზრდება ალბათ შევირებავ. ვუფრთხილდები ხოლმე არ დამიზიანდეს, მაგრამ გადაპარსვაც არ არის მერე პრობლემა.
– პირად ცხოვრებაზეც მოგვიყევი. როგორი ბიჭები მოგწონს?
– მთავარია მე და ჩემს პარტნიორს საერთო ინტერესები გვქონდს. თუ ასე მოხდება, მაშინ ჩემთვის გარეგნულ მხარეს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
– როგორც გითხარით მაგისტრატურისთვის ვემზადები. რა თქმა უნდა განვაგრძობ თამაშს "რა? სად? როდის?"-ში. სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ მინდა წასვა და ვნახოთ რა იქნება.

5
2180
9-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
2180
  
2013, 29 აპრილი, 15:45
აუ მაგარი იყო:D კითხვებს საერთოდ არ ვუსმენდი
2013, 28 აპრილი, 10:29
და ვიდეო არ დევს სდადმე ... ძალიან დამაინტერესა ერთი რა იყო ეგეთი ... ესეთი ხალხი კი სიმპათიას იწვევს ჩემში... სხვების აზრზე რომ არაა დაციკლული და იმას აკეთებს რაც უნდა
2013, 12 აპრილი, 16:49
ეკრანის 3/4 ზე ამის მკერდი ჩანდა და უკაცრავად თუ ყურადღება მივაქციე :დ
2013, 10 აპრილი, 14:16
ყოჩაღ, კაი გოგოა. რასაც უნდა იმას აკეთებს, იმ ხალხს კიდე ვინც ასეთ სისულელეზე ამხელა ამბავი ატეხა არაფერი ეშველებათ.
რა გახდა ვერ გავიგე როდემდე უნდა იცხოვროთ ამ იდიოტური, ფანატიკური, კრეტინული აზროვნებით, დამყაყდა ქვეყანა!!!
2013, 8 აპრილი, 21:14
ვერ გამოვიდა ჩვენი მაყურებელი სხვისი საქმეების რჩევის მუღამიდან???
0 1 5