x
image
აბრაგი
Mediator image
ზაფხულს მოვლილი ფეხებით შეხვდით

imageგაზაფხულსა და ზაფხულში ქალისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ფეხების მოვლა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ქუსლებს, რადგან დღის განმავლობაში მათში უამრავი ტოქსიკური ნივთიერება ხვდება. ამიტომ მხოლოდ საპნით დაბანა საკმარისი არ არის, ე.წ. პემზის გამოყენება აუცილებელია. საჭიროა მისი სწორად ხმარება იცოდეთ. თორემ შესაძლოა ქუსლებზე კანი კიდევ უფრო გაგიუხეშდეთ.

ფეხებზე გაუხეშებული კანისა და ნახეთქების მოსარჩენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭინჭარი. 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფურცლებს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ცოტახანს გააჩერეთ. შემდეგ ნაყენში 15-20 წუთი ჩაყავით ფეხები აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ, წაისვით მკვებავი კრემი და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.

სიწითლის მოსარჩენად შეგიძლიათ ჭინჭრი ლოსიონი მოამზადოთ. დაფქული 2 სუფრის კოვზი ჭინჭარი წამოადუღეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთთან ერთად. გააცივეთ და მიიღებული ნაყენი მტკივან ადგილებზე შეიზილეთ.

თუ ოფლიანობა, სიმძიმის შეგრძნება და ფეხების დაღლილობა გაწუხებთ, აიღეთ 3 სუფრის კოვზი გვირილა. დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ერტი საათი თავდახურულ ჭურჭელსი გააჩერეთ. ნაყენი აბაზანის მიღებამდე შეათბეთ, ჩაყავით ფეხები და მანამ გააჩერეთ სანამ წყალი არ გაცივდება.

0
148
6-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0