x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პუტინს შემოდგომზე შევხვდებით
„რამდენიმე დღის წინ, დამპყრობლის ახალმა - ძველმა უფროსმა დაგვინიშნა ახალი ბრძოლის ახალი დრო-საქართველოს საპარლამენტო არჩევნები“ - განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თელავში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთმა ვერ მოუგო საქართველოს ბლოკადა, ვერ მოუგო ომი, დემოკრატიულ ბრძოლას მითუმეტეს ვერ მოუგებს - „იმიტომ, რომ დემოკრატიას ყოველთვის იგებს ხალხი და ქართველი ხალხი აუცილებლად მოიგებს ამ ბრძოლასაც. ჩვენ იმ ბრძოლასაც მოვუგებთ იმ დამპყრობელს, რომელმაც პაემანი დაგვითქვა ამ შემოდგომაზე. შემოდგომაზე შეხვდებით პუტინს, მათ შორის კახეთის ქუჩებში” - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინის პრემიერად დანიშვნის წლებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი პირველი ქმედება ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კახურ ღვინოზე ემბარგოს დაწესება იყო.

მიუხედავად ამისა საქართველომ გააგრძელა აღმშენებლობა „რაც ბოღმით ხეთქავს მტერს“ – „რომელ ქვეყანაში შეიჭრა სსრკ და არ ჩამოაგდო იმ ქვეყნის მთავრობა?! მაგრამ ჩვენი ქვეყანა დგას ამაყად. მათ იციან, რომ საქართველოსთან გამარჯვებულები არ არიან“ - განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, დღევანდელ რუსეთს ხელი მიუწვდება მხოლოდ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე, ამიტომ საქართველოც საბოლოოდ მაშინ გამარჯვებს, როცა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

სააკაშვილი თელავში სიტყვით გამოსვლისას რუსეთთან ცალმხრივად უვიზო რეჟიმის შემოღებასაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ ადრე ჩამოდიოდნენ რუსეთიდან და „აქ უნდა გაგვერთო ისინი, გვეცეკვა, გვემღერა, გადავყოლოდით, ჩავიდოდით იქ და იქაც იგივე უნდა გაგვეკეთებინა. იქაც ისინი უნდა გაგვერთო და აქაც... ახლა ჩვენ მათ გავუუქმეთ ვიზები. ჩამოვიდნენ, გადაიხადონ ფული და რაც უნდა გააკეთონ, რა თქმა უნდა ზრდილობის ფარგლებში. ჩამოვიდნენ და ბევრი ფული დახარჯონ იმისათვის რაც თვითონ აკრძალეს თავის ქვეყანაში“- განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.

”ჩვენ არც ერთი სტუმრის მიღების არ გვეშინია, მაგრამ ამას ახლა გავაკეთებთ სიამაყით, როგორც თავისი მიწის ბატონ-პატრონი ხალხი”- აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი თელავს დღეს ეწვია, იგი ქალაქის განვითარების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვითაც მიმართა.image

0
125
3-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0