x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ვის ეკუთვნის "საიდუმლო ფირმები" ვირჯინიის კუნძულებზე?

imageimage

ბრიტანული და ამერიკული პრესა ორი დღეა აქვეყნებს ინფორმაციას ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების არსებობის და შესაბამისად საიდუმლო ფირმების მფლობელების შესახებ. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე საიდუმლო ფირმების მფლობელებს შორისაა "- ზუსტად ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ბრიტანულმა გამოცემა "გარდიანმა" და ვაშინგტონში დაფუძნებულმა ჟურნალისტურმა ორგანიზაცია "აი სი აი ჯიმ" სხვადასხვა საერთაშორისო მედია საშუალებებთან ერთად.

სტატიებში საუბარია იმ საიდუმლო ობშორულ კომპანიებზე და მათ ათასობით მფლობელებზე, რომელთა სიის სათავეში პრემიერი -ივანიშვილია.
როგორც სტატიაში წერია, ივანიშვილის ობშორული კომპანია -"ბოშერსტონ ოვერსის კორპი"2006 წლიდან მილიარდელი ქართველი ბიზნესმენის საკუთრებაა, რომელიც აღნიშნული კომპანიის დირექტორი იყო 2009 წლამდე და პანამიდან აგენტის მეშვეობით იმართებოდა.კომპანია 2006 წელს შეიქმნა და დღესაც აქტიურია. ნათქვამია სტატიაში.იქვე საუბარია ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნის შესახებ, სადაც პრესმდივანი პრემიერის მხრიდან კანონის დარღვევას გამორიცხავს -"2011-2012 წლებში ივანიშვილს კომპანიიაში წილი აღარ ჰქონდა, ამიტომ არ ჰქონდა ვალდებულება, ამის შესახებ ფინანსურ დეკლარაციაში განეცხადებინა". -აცხადებს პრეს მდივანი.

ცნობისათვის, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კუნძულია, სადაც მხოლოდ მსოფლიოს ცნობილ მილიარდელებს აქვთ სხვადასხვა ქონებები თუ კომპანიები.ესენია:ნიკოლას კეიჯი, შაკირა, მელ გიბსონი, ჯონი დეპი, ლეონარდო დიკაპრიო, ედი მეფი, სელენ დიონი, სერ რიჩარდ ბრენსონი.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით, პრემიერის ქონება ბოლო ერთ წელიწადში ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა.image

5
130
26-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
130
  
2013, 6 აპრილი, 22:31
ეს ჩვეულებრივი ამბავია რა... ნახეს რა ანომალია
2013, 6 აპრილი, 12:30
კარგი სტატიაა.
2013, 5 აპრილი, 18:34
კუნძულს უწოდებენ საიდუმლოს
2013, 5 აპრილი, 18:30
და შოუბიზნესის ხალხსაც საიდუმლო ფირმები აქვთ?
0 1 5