x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გაიწმინდეთ კანი მარილით

imageმარილის მეშვეობით შინ გაკეთებული პილინგი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაწმენდად და გასაპრიალებლად. რეცეპტი საკმაოდ მარტივია, კერძოდ, ნახევარი ჩაის ჭიქა ზეითუნის ზეთს შეურიეთ ერთი ჩაის ჭიქა სუფრის ან ზღვის მარილი და ნამიან კანზე წაისვით. პროცედურამდე, მიიღეთ შხაპი და ტანი არ შეიმშრალოთ. არსებობს კიდევ ერთი არანაკლებ პოპულარული მეთოდიც: სუფთა კანზე თხლად წაისვით თაფლი, რა თქმა უნდა, თუ ამ პროდუქტის მიმართ ალერგიული არ ხართ და თითის წვერებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, მანამდე, სანამ მასა არ გასქელდება. ამ უმარტივესი პროცედურის შედეგად, კანი მკვდარი უჯრედებისა და მავნე ნივთიერებებისგან თავისუფლდება. ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩამობანვის შემდეგ, აუცილებლად უნდა წაისვათ ლოსიონი. სხვათა შორის, ლოსიონიც თავადვე შეგიძლიათ დაამზადოთ. 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით და შემდეგ გადაწურეთ. ეს ნაყენი რეკომენდებულია სახის კანის გასაწმენდად და კომპრესებისთვის. დაასველეთ ორ ან სამ ფენად დაკეცილი დოლბანდი და დაიდეთ შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე. გაიჩერეთ ხუთი ან ათი წუთით. ამის შემდეგ, თავადვე შეამჩნევთ შედეგს.

3
3028
4-ს მოსწონს
ავტორი:ანგელოზი
ანგელოზი
3028
  
2013, 15 აპრილი, 23:17
თაფლი ნამდვილად კარგია,ასევე კარგია გასაწმენდი სკრაბი,ვაშლის წვენი(თქვენ გამოწურეთ) და დაუმატეთ ყავა (მოხარშული ნალექი) ერთმანეთში აურიეთ და შეიზილეთ ნაზად.წრიული მოძრაობით...რომ ჩამოიბანთ არ დაგავიწყდეთ მკვებავი მალამო
2013, 5 აპრილი, 14:04
ვცდი მოცლილ დღეს :)
0 1 3