x
image
კატაპულტი
რა მოხდება 19 აპრილს?!

imageსაზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ 2013 წლის 19 აპრილს ოპოზიციური პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის წინ მართავს აქციას სახელწოდებით “ევროპული მომავლისათვის". ძნელია, ზუსტად განისაზღვროს, თუ რა მოხდება ამ დღეს .შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოება სამ ნაწილადაა გაყოფილი:პირველი“, ქართული ოცნების" მხარდამჭერები; მეორე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები; მესამე, ხალხი, ვინც ორივე მათგანით უკმაყოფილოა. ეს უკანასკნელი ნაწილი არც თუ ისე სახიფათოა, როგორც წინა ორი.რაც არ უნდა დიდი სხვაობა ყოფილიყო არჩევნების შედეგებში ამ ორ მხარეს შორის, დღევანდელი რეალობა სხვაგვარია, კერძოდ, ხელისუფლების წინააღმდეგ უარყოფითად არის განწყობილი საჯარო სამსახურებიდან ერჩევნების შემდეგ განთავისუფლებული ხალხი(სამართლიანად თუ უსამართლოდ, არ აქვს მნიშვნელობა), ამას ემატება წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების არადროული შესრულება(ქართველები ხომ მოუთმენლები ვართ.პრინციპში, ამ შემთხვევაში არც გაგვემტყუნება, პრემიერი ივანიშვილი ხომ მხოლოდ 2 წლით გვეყოლება, ხოდა, დროზეა მოქმედება საჭირო).ოპოზიციის წინააღმდეგ კი ის ყოფილი პატიმრები არიან, ვინც ახლახან თავისუფლება მიიღო, და წინა მთავრობით სხვა დაზარალებულები.

რაში მდგომარეობს საფრთხე?!

არ არის გამორიცხული, რომ დაანონსებულ აქციაზე 2013 წლის 8 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები გამოჩნდნენ.როგორ განვითარდა მაშინ მოვლენები, ყველას კარგად ახსოვს.შეძლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მშვიდობიანად წარმართოს მოვლენები?!მით უმეტეს, რომ ახლა რიცხვობრივად უფრო მეტი იქნება ქუჩაში შეკრებილი. წინა ხელისუფლების დროს, გვახსოვს, რომ 8 თებერვალზე უარესი ცემა-ტყეპა ყოფილა, მაგრამ ასე გაუთავებელი სამაგიეროს გადახდა ნაგემი მეთოდებით, უნდა ვაღიაროთ, შორს ვერ წაგვიყვანს ჩვენ და ჩვენს ქვეყანას.

5
221
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
221
  
2013, 12 აპრილი, 8:49
ღმერთმა ქნას!!
2013, 11 აპრილი, 22:45
არაფერიც არ მოხდება:D:D
2013, 11 აპრილი, 18:54
ნეტა როდის გვეღირსება,რომ პოლიტიკაზე საფიქრალი აღარ გვქონდეს?! ვერაფრით ამოვწურეთ ეს ,,ლიდერობის" თემა
2013, 5 აპრილი, 12:01
ესენი ერთმანეთს ჯიბრში უდგანან და საქართველოსთვის კარგს არაფერს არ აკეთებენ!
0 1 5