x
image
კატაპულტი
რითი უნდა ვიკვებოთ?!
imageმსოფლიოს მეცნიერები განუწყვეტლივ საუბრობენ ახალ-ახალ დაავადებებზე, რომელთა წარმოშობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია, თუმცა ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნებისმიერი დაავადების გამომწვევი ადამიანის დაქვეითებული იმუნიტეტია.რითი შეიძლება გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებებთან საბრძოლველად?! ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე საკვები საშუალება, რომელიც ამაში დაგვეხმარება:

1. გაგიკვირდებათ და ოხრახუში სამჯერ უფრო მეტ C-ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი.იგი კარგია გაციების და თირკმელების დაავადების დროს.მოხმარების ტიპი:ოხრახუშის წვნიანი მისი ფესვებისგან, ასევე ოხრახუშის ფოთლები ნიორთან ერთად.

2.გარგრის ჩირი უხვად შეიცავს ორგანიზმისათვის მეტად აუცილებელ ნივთიერებებს - კალიუმს, რკინას და C-ვიტამინს.მოხმარების ტიპი:გამოიყენეთ მხოლოდ ორგანულად სუფთა გარგრის ნაყოფი(უწამლი), გამოაცალეთ კურკა და გაახმეთ.

3.წითელი ჭარხალი იდეალური საშუალებაა იმუნიტეტის ასამაღლებლად.იგი რკინის, კალიუმისა და B-ვიტამინის შემცველია.მოხმარების ტიპი:გამოიყენება როგორც უმად საჭმელად, ასევე წვენის სახითაც.


4.ცერეცო შეიცავს ვიტამინ B5-ს, რაც ხელს უწყობს ლორწოვანი უჯრედების ჩამოყალიბებას, ეს უკანასკნელი კი თავიდან აგაცილებთ პირის ღრუში, ყელსა და სასუნთქ სისტემაში ინფექციების მოხვედრას.მოხმარების ტიპი:ცერეცოს თავისი მაღალეფექტური გემო აქვს, ამიტომ უმჯობესია იგი ლიმნის წვენით ან მუსკატის კაკალით შევაზავოთ.

5.თევზი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს იმუნური სისტემის გაუმჯობესებას.ცხიმოვანი თევზის სახეობები, როგორიცაა ქაშაყი, ორაგული და სკუმბრია იძლევა ცხიმოვან მჟავებს, რასაც ორგანიზმი აქტიურად მოიხმარს.მოხმარების ტიპი: იდეალურია ოხრახუშის წვნიანში ჩაწყობილი თევზი.

6.ნიორი სულფიდების შემცველია და კარგი იმუნურ-მასტიმულირებელი თვისებები გააჩნია.იგი კიბოს ერთ-ერთი ხელისშემშლელიცაა.მოხმარების ტიპი:უმჯობესია მივირთვათ რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი ნიორი, ასე უფრო მეტი ეფექტი აქვს.

7.იმუნურ სისტემაზე შესანიშნავად მოქმედებს მწარე წიწაკა.მოხმარების ტიპი:აუცილებლად ამოაცალეთ თესლები.


ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც იმუნური სისტემის გაძლიერებაში დაგვეხმარება.


გისურვებთ ჯანმრთელობას!

1
769
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
769
  
2014, 2 სექტემბერი, 13:33
უნდა ვიკვებოთ იმით რაც გვაქ!!!!
0 1 1