x
image
ვიზა კოხაძე
"მოდიდან გადასული" პოლიტიკოსები დარიგებებს უხვად აფრქვევენ

image
დღეს, უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ მწვავე შეფასებები გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის მიმართ ასეთ ტონალობაში დაწერილ და გაგზავნილ წერილზე და პოლიტიკურ სიბრიყვედ შეაფასა.იგი სკანდალურს და აგრესიულს უწოდებს უსუფაშვილის წერილს, გაკვირვებას გამოთქვამს უსუფაშვილის პოლიტიკურ სიგიჟეზე და დასძენს:- " სკანდალური იყო პარლამენტის თავმჯდომარის აგრესიული წერილი, გაგვიკვირდა, ბატონ უსუფაშვილს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მაგრამ არ იყო შემჩნეული ასეთ პოლიტიკურ სიგიჟეში.მიზეზები მალევე გაირკვა, პრემიერ-მინისტრმა მისთვის ჩვეული პირდაპირობით თქვა, რომ ეს მისი იდეა იყო.ამ ტიპის რეაქცია ყველაზე დიდი საკვებია ევროპელი სკეპტიკოსებისთვის, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც ზოგიერთ სხვა ამ რეგიონში.განსაკუთრებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი"-აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ბოლო ხუთი თვის მანძილზე პირველად დღეს გამოჩნდა და ისიც მეუღლის ჟურნალ "ტაბულაში".

ბოკერია დარიგებებს არ იშურებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ უსიტყვოდ უნდა მოაწერონ ხელი ყველა იმ სამოქმედო გეგმას, რასაც ევროპის სახალხო პარტია გვთავაზობს.ხელისუფლებას აკრიტიკებს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.მისი განმარტებით -" პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება იტყვის, რომ შესაძლოა, არ ეთანხმება, მაგრამ უსმენს და მათთან ერთად იმუშავებს".image

საინტერესოა, როდემდე უნდა უსმინოს საზოგადოებამ პოლიტიკურად ამნეზირებულ - "მოდიდან გადასულ" პოლიტიკოსებს, რომელთა ნიჭიერებაში მართალია ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მათ რომ ხალხის და ერის სიყვარული შეძლებოდათ, დღეს იმ სიძულვილს არ მოიმკიდნენ, რაც დათესეს.

1
67
28-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
67
  
2013, 2 აპრილი, 21:10
მომნანიე პოლიტიკოსები იშვიათობაა, არ ბოკერიაა გამონაკლისი
0 1 1