x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დროის ფენომენი და ადამიანი

უკვე აპრილია, წელიწადის ულამაზესი დროის მეორე თვე.
imageმიიწურება გაზაფხულიც... ზაფხულიც, თანაც ისე სწრაფად, რომ ბოლომდე “შერგებასაც" ვერ მოვასწრებთ, მერე კი გული დაგვწყდება, როცა დავასკვნით:
როგორ სწრაფად გარბის თურმე დრო!
ეს ფაქტი ყველთვის მაღონებს და სინანულის გრძნობით მავსებს.
მწყდება გული იმ დროზე, რომელიც არაფერში გვეხარჯება, არაფერს
დაგვიტოვებს, რომელიც ძალიან ძვირფასია, მაგრამ ბევრი სხვადასხვა მიზეზებისდა გამო იძულებული ვართ არაფრით დავტვირთოთ...დრო რომელიც შეიძლება მეგობრებთან, ბუნებაში, წიგნის კითხვაში, სწავლაში, მოგზაურობაში, თეატრში, ადამიანებთან ცოცხალ ურთიერთობებში, უბრალოდ კარგი ამინდისას ქუჩაში
ბოდიალში, სიკეთის და სიყვარულის გაზიარებაში, რაიმე ახლის და სასარგებლოს შექმნაში... გავატაროთ...
მაგრამ ასე არ ვიქცევით...
დრო, რომელიც ცუდ ადამიანდ ყოფნისას, არასწორად ცხოვრებისას, სხვებისთვის გულის ტკენისას, სამაგიეროს გადახდაზე ფიქრისას, სხვების განკითხვისას, ტყუილის მოფიქრებისას, ღალატისა და ჩვენიანების დავიწყებისას...
გვეხარჯება...
რა ჩამოთვლის იმ დროებს, რომლებიც უკან არ გვიბრუნდება და უსარგებლოდაა გახარჯული და მენანება...
გრძელი სიაა მრავალფეროვანი დასახელებებით სავსე...
(ამიტომაც მომწონს ეს ”სამწერტილები”... ბევრს რამეს ჩაატევ უთქმელად)
არ მინდა სევდიანი განწყობა შევქმნა და ამ ჩანაწერის კითხვისას დახარჯულმა დრომ მარტო სინანულის შეგრძნება დატოვოს, მომავალი კი ჩვენს ხელშია...
წარსულის შეცდომები, მოგონებები, ისტორიები ხომ იმისთვის არსებობენ, რომ რაღაცეები ვისწავლოთ და ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, განვსაზღვროთ “არაფერში" დახარჯული დრო როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენთვის სასარგებლოდ...

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0