x
image
თეონა ასტამაძე
ვაშლის სამარხვო ნამცხვარი
imageძალიან მარტივად მოსამზადებელი რეცეპტია



შემადგენლობა:

ვაშლი 1 კ.გ

ზეთი 1 ჩ.ჭ


შაქარი 1 ჩ.ჭ

ფქვილი 3, 5ჩ.ჭ

შაქრის ფქვილი 2-3 ს.კ

სოდა 1 ჩ.კ

თბილი წყალი 1/2 ჩ.ჭ

ვანილი გემოვნებით



სამი ჩ.ჭ ფქვილით, ზეთით, ნახევარი ჭიქა ცხელი წყლითა და სოდით მოზილეთ ცომი. მცირე ზომის ვაშლები გათალეთ და დაჭერით.


გულის მოსამზადებლად ერთმანეთს აურიეთ ერთი ჩაის ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ვანილი.


ცომი გაყავით ორ ნაწილად, ერთი ნაწილი გააბრტყელეთ და დააფინეთ ფქვილმოყრილ ტაფაზე, შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ მასზე გული და დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები. ზემოდან დააფინეთ ცომის მეორე ფენა და გვერდები ამოუკეცეთ.


გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე.

როდესაც გავარდისფერდება გამოიღეთ და დაჭერით თბილი, სანამ გაცივდება მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

2
1188
12-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
1188
  
2013, 1 აპრილი, 20:49
ვაფანატებ:)) ვაშლის ნამცხვარზე
0 1 2