x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ჩეჩნეთში დინოზავრების ორმოცამდე კვერცხი აღმოაჩინეს

imageჩეჩნეთში შაროის რაიონში რუსმა მეცნიერებმა დიზონავრების ორმოცამდე გაქვავებული კვერცხი აღმოაჩინეს. კლდეებში განლაგებული კვერცხები სხვადასხვა ზომისაა; ყველაზე მცირე 20 სანტიმეტრი სიგრძისაა, ყველაზე დიდი კი - ერთი მეტრის.
სამეცნიერო ექსპედიაცია ჩეჩნეთში აპრილის დასაწყისში ჩავიდა. ჯგუფს აქამდე შეუსწავლელი ორი ჩანჩქერი უნდა გამოეკვლია. მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს კი, მეცნიერები გიგანტურ კვერცხებს წააწყდნენ.
არქეოლოგების ვარაუდით, დინოზავრების კვერცხები 60 მილიონი წლისაა. განსხვავებული ზომები კი მიანიშნებს იმას, რომ ისინი სხვადასხვა სახეობის დინოზავრებს ეკუთვნის.
მათი წარმომავლობა საბოლოოდ გამოკვლევებმა უნდა დაადგინოს. გაქვავებული კვერცხები გროზნოში მდებარე ჩეჩნეთის უნივერსიტეტსა და ესენტუკის სპეციალურ ლაბორატორიაში გადაგზავნეს, სადაც მათი ანალიზი მოხდება.

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:Tegi
Tegi
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0