x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ჩარლზ ბუკოვსკის ლექსები
"თანამგზავრი"




მე არ ვარ მარტო.
ის ახლა აქაა.
ზოგჯერ მგონია, რომ არაა,
მაგრამ ისევ
მოფრინავს დილით,
ან შუადღით,
ან საღამოს,
ჩიტი, რომელიც არავის უნდა.
ის ჩემია.
მე ის მტკივა.
ის არ მღერის.
ის არის ჩიტი
და ტოტი ირწევა..






***



"მე შევხვდი გენიოსს"




დღეს მატარებელში
შევხვდი გენიოსს,
დაახლოებით ექვსი წლისას,
ის იჯდა გვერდით
და როდესაც მატარებელი ოკეანეს მიუახლოვდა
და გზა განაგრძო ნაპირის გასწვრივ,
მან შემომხედა
და წარმოთქვა:
“ის ხომ ცოტაა!”

მაშინ პირველად
დავფიქრდი

ამაზე..



(წყარო:lib.ge)

1
672
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
672
  
2012, 25 აპრილი, 11:49
ის ხომ ცოტაა :) ყველაზე სასწაული პასუხი რაც შეიძლება ვინმეს ეთქვა...
0 1 1