x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიო პარფიუმერიის ქართველი პრინცი

imageგიორგი მაჩაბელი 1885 წელს დაიბადა იურისტ ვასო მაჩაბლის ოჯახში(შექსპირის მთარგმნელის ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა) თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბერლინს გაემგზავრა. სამთო აკადემია დაასრულა და მსოფლიოს გარშემო გაეშურა სამოგზაუროდ. შვედეთში გაიცნო გასტროლებზე მყოფი იტალიელი მსახიობი, მშვენიერი ნორინა ჯილი, 1916 წელს მათ იქორწინეს, გიორგი იტალიელების სიძე გახდა.გიორგი აქტიურად იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მას გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, პოლიტიკურ ამბებში მისი 21 წლის მეუღლეც აქტიურად ჩაერთო.პირველ მსოფლიო ომის დროს გიორგიმ სამჯერ განახორციელა ექსპედიცია გერმანულ წყალქვეშა ნავზე და სტამბულის გავლით საქართველო იარაღით მოამარაგა.1918 წელს საქართველომ ნანატრი თავისუფლება მოიპოვა და გიორგიც იტალიაში იქნა გაგზავნილი ქვეყნის სრულუფლებიან ელჩად.საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ გიორგი მაჩაბელი მეუღლესთან ერთად ა.შ.შ-ში გადასახლდა.იქ დასრულდა მაჩაბელის პოლიტიკური კარიერა და ბიზნესს მიჰყო ხელი, გაიხსენა თავისი ქიმიით გატაცება და დაიწყო არომატებზე ექსპერიმენტები.მალე ცოლ-ქმარმა გახსნეს მაღაზია "წითელი და შავი"(Le Rouge et le Noir), ხოლო ქორწინების 10 წლისთავზე შექმნეს საკუთარი კომპანია "პრინცი მაჩაბელი"(“Prince Matchabelli Perfume Company”).აქამდე სუნამოებს ამერიკელები საფრანგეთიდან იძენდნენ, "პრინცმა მაჩაბელმა"ფაქტიურად საფუძვეული დაუდო ა.შ.შ-ში პარფიუმერიის წარმოებას და imageლიდერი პოზიცია დაიკავა.
30-იან წლებში გამოდის ზედიზედ სხვადახვა დასახელების სუნამოები, - ყველაზე იღბლიანი აღმოჩნდა საქართველოს არშემდგარი დედოფლის, მარინა მაჩაბლისადმი მიძღვნილი სუნამო "საქართველოს დედოფალი"(Queen of Georgia), ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის ფლაკონით, რომელმაც ამერიკელი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. მალე მას მოჰყვა მეუღლისადმი მიძღვნილი სუნამო "პრინცესა ნორინა"(Princess Norina ), ინგლისელი ლამაზმანის სახელობის სუნამო "Duchess of York", სუნამო "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა"(Wind Song), დაპრესილი პუდრი და პომადა.1933 წელს გიორგი და ნორინა დაშორდნენ, მიზეზი ქალის ინდუსური სპირიტუალური სეანსებით გატაცება იყო, 1935 წელს გიორგი 50 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.ერთი წლის შემდეგ ყოფილმა მეუღლემ ნორინა ჯილმა კომპანია 250 000$-ად მიჰყიდა სოლ განცს(Saul Ganz)-ს, დღესდღეობით "პრინცი მაჩაბელი" ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.imageimageimageimage
image

2
409
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
409
  
2013, 2 აპრილი, 9:07
მადლობა..გაიხარე
2013, 1 აპრილი, 23:55
შედევრი სტატია გაქვს! :))))) ყოჩაღ!
0 1 2