x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პირველი კინო

imageპარიზში, კაპუცინოვის ბულვარზე, "გრანდ კაფეს" შესასვლელში, 1895 წლის 28 დეკემბერს გაჩნდა აფიშა, რომელიც პატიჟებდა წარმოდგენაზე სახელად "кинематограф Люмьер". "Люмьер"-ი - გვარია კინოს შემქმნელების, ძმების ლუი და ოგიუსტასი. მაყურებლებმა გადაიხადეს 1 ფრანკი ბილეთში და ჩავიდნენ კაფის ქვედა დარბაზში. აქ ერთ-ერთ კედელზე გაჭიმული იყო თეთრი მართკუთხა ნაჭერი და მოპირდაპირე კედელთან იდგა "ყუთი", ფოტო აპარატის მზგავსი. დარბაზის შუაში რამდენიმე რიგად ეწყო სკამები. როდესაც მაყურებლებმა დაიკავეს თავიანთი ადგილები ჩაქვრა შუქი, ხოლო ეკრანი ( თეთრი ნაჭერი ) განათდა. რამდენიმე წამის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდა ბელკურის მოედანი, ლიონში. მაყურებლებს ეგონათ რომ ისინი მოატყუეს და ფოტოების სანახავად მოიყვანეს, მაგრამ მოედანზე ცხენი "გაცოცხლდა" და წამოვიდა მაყურებლებისაკენ, და მასთან ერთად მოძრაობდნენ ადამიანები. ხოლო როდესაც ეკრანის "სიღრმეში" გამოჩნდა მატარებელი, სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა მათ, ბევრს შეეშინდა და გადაიწია უკან.

ეს იყო პირველი კინო.

0
528
7-ს მოსწონს
ავტორი:SnowRider
SnowRider
528
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0