x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
საქართველო-რუსეთი
ევროპის ერთა თასის 2012 წლის გათამაშება. მეხუთე ტური.

თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონი. ტექსტური ტრანსლიაცია
საქართველო-რუსეთი 46:0

საქართველონაკრები: 5. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გივი ბერიშვილი 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. ანდრეი ოტროკოვი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზარ გასანოვი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. ვიქტორ გრესევი.
სათადარიგოები: 16. კირილ კოპეშკინი, 17. მაქსიმ სტურზა, 18. ვლადიმერ ბოლტენკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. პაველ ბუტენკო, 22. დიმიტრი გერასიმოვი.

მთავარი მწვრთნელი: კინგლსი ჯოუნზი.

მატჩის არბიტრი: მარიო სენარი (საფრანგეთი)

ტექსტური ტრანსლიაცია
"მიხეილ მესხი" გადაჭედილია! გუნდები მოედანზე გამოვიდნენ. სრულდება ჰიმნები. "ბორჯღალოსნებმა" საქართველოს ჰიმნი ტრიბუნებთან ერთად შეასრულეს.

შეხვედრა დაიწყო
01 წუთი: მატჩი ქართველი მორაგბეების შეტევით დაიწყო, მაგრამ ბურთი წინ გადაგვივარდა
02 წუთი: მსაჯმა ჩვენ სასარგებლოდ მეტად კარგი ჯარიმა დანიშნა, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილს დარტყმა გაუცუდდა. "ლოკომოტივზე" ქარი ჩვენ წინააღმდეგ ქრის.
05 წუთი: ჩვენი აუტია მეტოქის ნახევარზე
07 წუთი: შერკინების შემდეგ შევუტიეთ, მაგრამ ბურთი წინ გაგვივარდა. თუმცა მსაჯმა მანამდე ჯარიმა დააფიქსირა.
08 წუთი: მერაბ კვირიკაშვილი ამჯერად ზუსტია - 3:0
10 წუთი: პირველი ჯარიმის დარტყმის უფლება რუსებმაც მოიპოვეს, თუმცა რიაბოვის 30 მეტრიდან დარტყმული არაზუსტია
16 წუთი: ჩვენ ნახევარზე აუტის გათამაშების შემდეგ რუსებმა ჯარიმის დარტყმის მიიღეს - რიაბოვმა ისევ ააცილა.
18 წუთი: ჩვენი შეტევა, კაჭარავას გარღვევა... და ლელო, მაგრამ მსაჯმა წინ პასი დააფიქსირა.
25 წუთი: და არის პირველი ლელო! მეტოქის ნახევარზე დანიშნული შერკინების შემდეგ მამუკა გორგოძე მიაწვა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა! მერაბ კვირიკაშვილის რეალიზაცია ზუსტია - 10:0!
28 წუთი: მეტოქის ნახევარზე დავჯარიმდით, რუსებმა ბურთი აუტში მოიგერიეს, მაგრამ მათი მოწოდებული ისევ ჩვენ მოვიგეთ
31 წუთი: აუტის გათამაშების შემდეგ მოლით მეტოქის ნახევარზე გადავინცვლეთ, რის შემდეგაც მარცხენა ფლანგზე ყიასაშვილმა კარგად შეუტია, მაგრამ შეგვაჩერეს...
33 წუთი: არის მეორე ლელო! რუსებმა შერკინებიდან ბურთი ვერ გამოიტანე, გორგოძისა და დათუნაშვილის კომბინაცია გიორგი ჩხაიძემ დააგივრგვინა. მერაბ კვირიკაშვილის რეალიზაცია ზუსტია - 17:0
40 წუთი: პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მეტოქის 22-ის ხაზთან შეტევაში დავჯარიმდით... მსაჯმა გუნდებს დაასვენების ნიშანი მისცა.

მეორე ტაიმი განახლდა
41 წუთი: ჩვენ გუნდში ცვლილებაა. ვასილ კაკოვინის ნაცვლად მოედანზე დავით ხინჩაგაშვილი გამოჩნდა.
43 წუთი: ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა მოვიპოვეთ. კვირკაშვილი ჯარიმას ზუსტად ურტყამს - 20:0!
46 წუთი: აუტის შემდეგ შევუტიეთ, გორგოძის შეტევა კაჭარავამ გააგრძელა.
47 წუთი: ჩვენი ბიჭების შეტევა მარცხენა ფლანგზე ირაკლი მაჩხანელის ლელოთი სრულდება! კვირიკაშვილის რეალიზაცია ზუსტია!
58 წუთი: კვირიკაშვილმა ჯარიმის შემდეგ კიდეზე, მეტოქის ლელოდან 12 მეტრში დაარტყა. მეოთხე ლელო გვჭირდება!
60 წუთი: არის მეოთხე ლელო, რომელიც დათუნაშვილის ანგარიშზეა! მერაბ კვირიკაშვილს გარდასახვა არ ეშლება - 34:0! ამ მატჩის მიზანი მიღწეულია - პრემიალური ქულა გავინაღდეთ.
66 წუთი: რუსებს მეხუთე ლელო დავუდეთ - აუტის შემდეგ ირაკლი აბუსერიძემ ბრწყინვალე გარღვევა განახორციელა, ბურთი გიორგი ნემსაძეს დროულად მიაწოდა, რომელმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. კვირიკაშვილს რეალიზაცია ამჯერად გაუცუდდა.
69-ე წუთი: რუსები ქულის აღებას ეშურებიან და გვიტევენ.
71 წუთი: ისევ ჩვენ ვუტევთ, მაგრამ... საბოლოოდ რუსებმა ბურთი გამოიტანეს.
80-ე წუთი. მატჩის მიწურულს ირაკლი მაჩხანელმა მეექვსე ლელო დადო! მერაბ კვირიკაშვილი საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს - 46:0!
imageimage
1
46
1-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
46
  
2012, 17 მარტი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1