x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზამბახი

imageზამბახი, მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ფესურიანი ბალახია, აქვს ხმლისებრი, იშვიათად ხაზური ფოთლები და დიდი, თეთრი, კაშკაშა იისფერი, ლურჯი ან ყვითელი ყვავილები, სამწახნაგოვანი მრავალთესლიანი კოლოფი ნაყოფი. ცნობილია ორასამდე სახეობა. ძირითადად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში. ზოგი ერთი ჯიშის ზამბახი იზრდება მდელოზე, ზოგი ველზე და ზოგი ჭაობსა და ტენიან ადგილას. იგი ფართოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა, ჩვენში განსაკუთრებით გამოირჩევა ქართული ზამბახი, რომელიც ქართლსა და აზერბაიჯანში, ნახევრად უდაბნოში იზრდება. ზამბახის ზოგი სახეობის ფესვურას იის სუნი აქვს და მედიცინასა და პარფიუმერიაში იყენებენ.

0
500
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0