x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სუპი გახეხილი ჭყინტი სიმინდით
imageმასალად საჭიროა:

ძროხის ხორცი - 1კგ

დარჩეული ჭყინტი სიმინდის მარცვლები -2ჩ/ჭ

ერბო ან კარაქი - 2სუფრის კოვზი


ნაღები ან არაჟანი - 1ჩ/ჭ

სხვადასხვა დაჭრილი მწვანილი - 1ჩ/ჭ

მარლი - გემოვნების მიხედვით

ცალკე ქვაბში მოვხაშოთ 1კილოგრამი ხორცის ბულიონი მწვანილთან ერთად და გავწუროთ. მეორე ქვაბში მარილწყალში მოვხარშოთ და შემდეგ ერბოში მოვშუშოთ ჭყინტი სიმინდი. მოხარშული და მოშუშული სიმინდი დავსრისოთ საცერში და თანდათან ვასხათ ბულიონი. მივიღებთ ფაფას. სუფრაზე მიტანამდე 15წუთით ადრე ეს ფაფა ჩავასხათ ხორცის ნახარშ ბულიონში, რომლიდანაც მოხარშლი ხორცი ამოღებულია. განუწყვეტლივ ვურიოთ ადუღებამდე; ადუღების შემდეგ გადმოვდგათ, ჩავასხათ არაჟანი, ნაღები ან მაწონი. ბულიონიდან ამოღებული ხორცი მივიტანოთ სუფრაზე ცალკე საწებლით.


0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0