x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სამარხვო კექსი ნიგვზითა და თაფლით.
image

მე მინდა შემოგთავაზოთ სამარხვო კექსი ნიგვზითა და თაფლით, რომელიც ძალიან გემრიელია.

საჭირო მასალა.

250 გრამი მცენერეული ცხიმი (ზეთი ან მცენარეულ ზეთზე დამზადებული მარგარინი)

1, 5ჭიქა შაქარი


2, 5ჭიქა მინერალური წყალი (სულ ერთია რომელი)

2სუფრის კოვზი თაფლი

300 გრამი წვრილად დაჭრილი ნიგოზი( შეიძლება თხილიც)

1, 5 ჩაის კოვზი სოდა- ძმრით

5 ჩაის ჭიქა ფქვილი.


მომზადების წესი.

გამდნარ ცხიმს შევურევთ შაქარს და მოვურევთ კარგად შემდეგ ვამატებთ მინერალურ წყალს, თაფლს, ნიგოზს ან თხილს, სოდას- ძმრით და ბოლოს ფქვილს. ყველაფერს აურევთ ერთმანეთში კარგად გამზადებულ ცომს მოვათავსებთ ცხიმწასმულ ფიტფიტაზე( ეგრეთწოდებულ ჟარონაზე) და გამოვაცხობთ 200 გრადუსამდე ტემპერატურაზე ღუმელში. გამოცხობის შემდეგ თავზე მოვაყრით შაქრის პუდრას.იმედია მოგეწონებათ და გემრიელად მიირთმევთ.

2
3770
3-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
3770
  
2013, 27 მარტი, 15:56
ძალიან გემრიელია
2013, 27 მარტი, 15:55
გემრიელად გამოიყურება:)
0 1 2