x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ლობიოს სუპი ზეთით
imageმასალად საჭიროა:

ლობიო - 500გრ

ზეთი - 4სუფრის კოვზი

ხახვი - 2თავი


სხვადასხვა მწვანილი - 1პატარა კონა(ქინძი აუცილებელია)

დაფნის ფოთოლი - 3ცალი

მარილი - გემოვნების მიხედვით

გავრეცხოთ კარგად დარჩეული ლობიო. შემდგ დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქვაბში წყალი ოთხჯერ მეტი იყოს, ვიდრე ლობიო. ლობიოს ძალიან დიდხანს სჭირდება დუღილი, რომ წესიერად მოიხარშოს. მოხარშვის შემდეგ ჩავყაროთ მარილი და წვრილად დაჭრილი ყოველნაირი მწვანილი (ქინძი აუცილებელია) და დაფნის ფოთოლი. ცალკე ტაფაზე ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელიც შემდეგ ჩავყაროთ ლობიოს ქვაბში. სუფრაზე მიტანის წინ ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა და ქინძი. ვისაც სურს, შეიძლება დაუმატოს 2-3 კოვზი ძმარი.

თუ ლობიომ ხარშვის დროს წყალი ძალიან შეიშრო, რაც ლობიოს ხარისხზეა დამოკიდებული, კიდევ უნდა დაემატოს წყალი დუღილის დროს, ისე რომ მას უსათუოდ ჰქონდეს სუპის დამახასიათებელი სისქე.


0
806
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0