x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ გამოუშვა ქმარმა ნინი ბადურაშვილი საქართველოში?

imageალბათ ყველამ იცის, რომ ნინი ბადურაშვილი რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. მისი რჩეული რუსეთში გაზრდილი ქართველი ბიზნესმენი, ირაკლი კუტალაძეა. image ნინი უკვე ორსულადაა, პატარა გოგონა ივლისის ბოლოს დაიბადება. ირაკლის ეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ შეცდა. ცხადია ბავშვის სქესს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ბებია-ბაბუები პატარას გაჩენას მოუთმენლად ელიან. ნინი მშობიარობას რუსეთში გეგმავდა, მაგრამ ის ახლა პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურია.
ცხადია პროექტის მიმდინარეობის დროს მომღერალი ქვეყანას ვერ დატოვებს, პროექტის დამთავრების შემდეგ კი ნინი უკვე 8 თვის ორსული იქნება.image მომღერალმა გადაწყვიტა საქართველოში იმშობიაროს. ალბათ, სხვა ბევრისგან განსხვავებით, ის ქართველ ექიმებს ენდობა. ირაკლის ძალიან უნდოდა ორსული ცოლის გვერდით ყოფნა, მაგრამ, როდესაც ნინიმ შეთავაზება მიიღო უარი არ უთხრა, საქართველოში გამოუშვა. მას ძალიან კარგად ესმის რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ნინისთვის ეს პროექტი. ცხადია ცოლ-ქმარი ერთმანეთს ხშირად ვერ ნახავს, ნინი გვიამბობს: "ირაკლი მთელ მსოფლიოში ყველაზე გამგები ქმარია. ალბათ, ბევრი მამაკაცი მასავით არ მოიქცეოდა. მან იცის, ეს საქმე ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ამიტომაც დამთანხმდა". ნინი ცდილობს კარგი მეუღლე იყოს. ქმრისთვის რომ ესიამოვნებინა მან ხაჭაპური "skype"-ის მეშვეობითაც გამოაცხო. "ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე ძალიან მომთხოვნია. ირაკლის ხასიათმა ბევრი რამ გამიადვილა.
imageის დაკავებულია, მთელი დღე სახლიდან გასულია და ჩემგან სადილის ან საუზმის მომზადებას არ მოითხოვს. მთავარია, სახლში წესრიგი და სისუფთავე იყოს"-გვიამბობს ნინი. ირაკლი მეუღლის კარიერული წინსვლის წინააღმდეგი არ გახლავთ, პირიქით ყველანაირად ეხმარება. ვუსურვოთ წყვილს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...

1
1218
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1218
  
2013, 6 აპრილი, 11:20
რა ბანჯგვლიანია,რა არის ეს...დმანისის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ სამუზეუმო ექპონატს არ გავს???
0 1 1