x
image
nika121314
ვან გოგი. შეშლილია თუ გენიოსი?
imageამ ავტოპორტრეტზე ვან გოგი გამოსახულია გადახვეული მარჯვენა ყურით. ყურის ბიბილო მხატვარმა გოგენთან კამათის შემდეგ მოიჭრა.









ვინსენტ ვან გოგმა ყველა თავისი შედევრი ცხოვრების ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შექმნა. მთელი სიცოცხლის მანძილზე დაუღალავად შრომობდა მანამ, სანამ ფსიქიკურად დაავადდა. საბოლოოდ, ფსიქიკურმა აშლილობამ იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ცხოვრებაში ვან გოგმა მხოლოდ ერთი ნამუშევარი გაყიდა. ეს იყო ''წოთელი ვენახები არლში'', რომელიც მხატვარმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1890 წელს, გაყიდა სულ რაგაც 400 ფრანკად. დღესდღეობით კი ვინსენტ ვან გოგის ტილოები ფასდაუდებელია.
ვან გოგმა მთელი ცხოვრება საშინელ სიღარიბეში გაატარა. მის ელემენტარულ საარსებო პირობებს მისი უმცროსი ძმა თეო უზრუნველყოფდა. მაგრამ მიუხედავად სიღარიბისა, ვან გოგი ბედნიერი იყო იმით, რომ მთელ თავის ძალებს მხატვრობაში აქსოვდა.
ვინსეტ ვან გოგი დაიბადა 1853 წლის 23 მარტს ჰოლანდიის პატარა ქალაქ გროტზიუნდერტში.მისი მამა იყო პროტესტანტი მღვდელი, ხოლო დედა - მხატვრების ოჯახის წარმომადგენელი.


imageყვითელი ვან გოგის საყვარელი ფერი იყო. თავის ცნობილ '' მზესუმზირებში'' მხატვარი ყვითელ ფერს გადაჭარბებით ხმარობს.


image'' წითელი ვენახები არლში''

0
80
2-ს მოსწონს
ავტორი:nika121314
nika121314
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0