x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სტიქიით დაზარალებულებს ზარალს მთავრობა აუნაზღაურებს

imageპრემიერის დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის შედეგების დათვლას დღეიდან დაიწყებს.
როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გუშინ საღამოს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, კურიერი PS-ში განაცხადა, ზარალს მოსახლეობას საქართველოს მთავრობა აუნაზღაურებს. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სიტუაცია მეტ-ნაკლებად კონტროლდება და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა უკვე დაწყებულია. "ბოლო მონაცემებით, ძლიერმა ქარმა ქობულეთში 47 საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი, ხელვაჩაურში - 93 სახლს. 80-მდე სახლი დაზიანდა შიდა ქართლში. რაც შეეხება დედაქალაქს, ქარმა ავლაბარში 50 სახლს სახურავი გადახადა. ამ ეტაპზე თბილისში მეტი პრობლემა არ არის.
პრობლემებია ელექტრომომარაგების მიმართულებით. ქვემო ქართლის 22 ათასამდე აბონენტი ახლაც გამორთულია, კახეთში გამორთული 17 ათასი აბონენტიდან 8 ათასი უკვე ჩართულია, 60 ათას აბონენტს კი საქართველოს მასშტაბით ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება", - აღნიშნა კალაძემ. მისივე ინფორმაციით, ენერგოკომპანიების შესაბამისი ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მოსახლეობას ელექტრომომარაგება დღეს, დღის ბოლომდე აღუდგება.
როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი
არ გამოუწვევია, მსუბუქად დაშავდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:presa.ge
presa.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0