x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
“ვეფხისტყაოსანი”-ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები
შეიძლება, საზოგადოებას უფრო სხვა ჟანრის ინფორმაციები, სტატიები და ა.შ ურჩევნია, მაგრამ მე მომწონს, ჩემი კულტურული ღირებულებების წარმოჩენა, ჩემი ქვეყნის სიდიადის, აღმაფრენის განცდა და მიჯობს, რომ დავწერო მსგავსი, სტილის თემები თუ საინტერესო ფაქტები.

რუსთაველის პოემაში მე-12 საუკუნის საქართველოს სოციალური ურთიერთობის რეალური სურატია მოცემული.მოქმედება ვითარდება ძირითადათ რაინდული საზოგადოების წრეში, გარდა რაინდებისა, პოემაში ჩანან ვაჭართა წრისა და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებიც.


ტარიელი-რუსთაველის პოემის მთავარი გმირი ტარიელი-უკვდავი პოემა, სწორედ ტარიელის სახელს ატარებს.ტარიელია ვეფხისტყაოსანი ჭაბუკი, რომელსაც თავისი სატრფოს-ნესტანის მოსაგონებლად ვეფხის ტყავის მოუხვევია:”რომე ვეფხი მშვენიერი სახედ მისად დამისახავს”-ამბობს ტარიელი.ტარიელი ინდოელია.ის არის გაერთიანებული ინდოეთის მეფის ფარსადანის ამირბარი(ფლოტის უფროსი).მის განკარგულებაშია ინდოეთის მთელი ჯარი.ტარიელში ავტორი აერთიანებს შუა საუკუნეების ფეოდალური რაინდის ყველა პოზიტიურ თვისებას



”ხუთი წლისა შევიქმენ მსგავს ვარდისა შლილისა..
მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა”


ეს სილამაზე ტარიელის ასაკობრივ ზრდასთან ერთად მატულობდა, ტარიელის ნახვა და მისი სიტურფით დატკბობა ყველას ახარებდა”გაეხარნენ ნახვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა”-ამბობს ტარიელი.


ავტორი დაუვიწყარ სურათებს ქმნის, როცა აგვიწერს ტარიელის ბრძოლებს.ტარიელმა მრავალი ბრძოლა გადაიხადა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ხატაელებთან და ქაჯეთის ციხის ასაღებად
ავთანდილი.პოემის მეორე მთავარი გმირი ავთანდილია.ავთანდილს ტარიელთან ერთად მთავარი ადგილი უჭირავს ნაწარმოებში.არაბეთის მეფის ამირსპასალარის შვილი, თანამდებობით სპასპეტი ავთანდილი ტარიელის მსგავსად ავტორს წარმოუდგენელი სილამაზის რაინდად ჰყავს გამოყვანილი.


“ავთანდილ იყო სპაპსპეტი ძე ამირსპასალარისა, საროსა მჯობდნი ნაზარდი, მსგავსნი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა”


ავთანდილი მნახველებზე მომაჯადოვებელ შთაბეჭდილებას ახდენდა, როცა ავთანდილი ფრიდონთან მივიდა, ავთანდილის სილამაზით განცვიფრებულმა მონადირეებმა


“ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს”


imageრუსთაველი ძველი ელინელივით შესტრფის ადამიანის გარეგნულ მოხდენილობას.მისი თვალსაზრისით, ადამინს სულიერი და ფიზიკური მხარე თანაბრად უნდა ჰქონდეს განვითარებული.ძველი ბერძნები კოჭლად სთვლიდნენ იმას, ვისი სულიერი და ფიზიკური სილამაზეც ჰარმონიულად არ იყო შეზავებული;არც რუსთაველი უშვებს ამ მხრივ დისჰარმონიას რუსთაველის გმირები, სულიერი სამყაროს სიმდიდრესთან ერთად, გარეგნული მშვენიერებითაც იპყრობენ ჩევენს ყურადღებას.

0
6598
1-ს მოსწონს
ავტორი:აბსტრაქციონიზმი
აბსტრაქციონიზმი
6598
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0