x
მეტი
  • 20.04.2021
  • სტატია:110580
  • ვიდეო:352138
  • სურათი:481120
ბორის ბერეზოვსკი გარდაიცვალა.

imageრამოდენიმე დღის წინ ერთერთ უცხოურ საიტზე წავაწყდი სტატიას ბორის ბერეზოვსკის შესახებ და მხოლოდ იმიტომ დავინტერესდი, რომ მასში ნახსენები იყო ცნობილი მხატვრის ენდი უორჰოლის სურათი... დღეს კი ტელევიზორის ჩართვითანავე შემძრა მისი თვითმკვლელობის ინფორმაციამ, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ის, რაც სტატიიდან შევიტყე. რამოდენიმე დღის წინ ბიზნესმენმა უორჰოლის სურათი "წითელი ლენინი" Cristie's აუქციონზე 166 ათას დოლარად გაყიდა. მან ასევე გასაყიდად გაიმეტა რამოდენიმე ხელოვნების ნიმუში, ორი სახლი საფრანგეთში და 1927 წელს გამოშვებული Rols-Royce.imageამას გარდა, დახურა ოფისი ლონდონში და შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა.
ყოველივე ამის მიზეზი გახდა მრავლობითი სასამართლო დავები. ბერეზოვსკის დავა ჰქონდა რომან აბრამოვიჩთან. იგი იმედოვნებდა 5, 5 მილიარდი დოლარის მოგებას, თუმცა მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ის აიძულა დაედო წამგებიანი გარიგება. საბოლოო ჯამში, მას მოუწია წაგებული სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება, რამაც არც თუ ისე პატარა თანხა 50 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამასთან, ცნობილია, რომ 18 იანვარს შედგა სასამართლო, სადაც ბიზნესმენის მეუღლე ელენა გობრუნოვა ედავებოდა წილს სურეის საგრაფოში მდებარე სახლის გაყიდვიდან 5 მილიონი ფუნტის ოდენობით და ორ ბინას საფრანგეთში.imageრამოდენიმე წყაროს ცნობით, ბოლო დროს ბიზნესმენი დათრგუნული იყო და განიცდიდა მწვავე ფინანსურ სიძნელეებს.
ბიზნესმენი დღეს ლონდონში, ბერკშირის საგრაფოში, ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე გარდაიცვალა. ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, სხეულს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ბიზნესმენის ადვოკატის განცხადებით კი ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა. იგი 67 წლის იყო...

0
508
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია წიკლაური
მაია წიკლაური
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0